|
პარლამენტის ბიუროს სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
სამშაბათი, 24 სექტემბერი 2013 15:00 |
|

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომების მოწვევის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N23/09/02 გააცნო ბიუროს წევრებს. განკარგულებით, სხდომის დღის წესრიგი 78 საკითხითაა განსაზღვრული.
დღესვე ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები დარეგისტრირდა და განსახილველად შესაბამის წამყვან და სავალდებულო კომიტეტებს გადაეცა. მანანა კობახიძემ, ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, უმცირესობის მიერ დებატების გამართვის მოთხოვნის თაობაზე აცნობა დეპუტატებს და სავარაუდო თარიღად 1 ოქტომბერი დაასახელა. რაც შეეხება კონსტიტუციურ ცვლილებებს, პარლამენტი მას ოთხშაბათის პლენარულ სხდომაზე განიხილავს. ოთხშაბათის პლენარულ სხდომაზევე იმსჯელებს პარლამენტი პოლიციის შესახებ და საერთო სასამართლოების შესახებ კანონებში შესატან ცვლილებებზე. პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს 14 სთ-ზე დაიწყება.
|
|
ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 25 სექტემბერი 2013 21:44 |