|
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
სამშაბათი, 24 სექტემბერი 2013 15:36 |
|

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამას საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს, ეს ცვლილება შედის კანონში „საგზაო მოძრაობის უსაფთხოების შესახებ“, რომელიც დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.
კომიტეტმა დღეს ასევე პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“, და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.  კანონპროექტთა პაკეტი ითვალისწინებს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობების დახვეწას, ამასთან კანონს ემატება ქვეითთა მოძრაობასთან დაკავშირებული რეგულაციებიც, მათი საერთაშორისო კონვენციებთან და ევროპულ შეთანხმებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. კომიტეტმა განიხილა “სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის მეორე დამატებითი ოქმი და მასთან დაკავშირებული დათქმები და განცხადებები”, ასევე „2013 წლის 25 მარტს ხელმოწერილი დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღებისა და კონფისკაციისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ ევროპის საბჭოს 2005 წლის 16 მაისის კონვენცია, თანდართული განცხადებების გათვალისწინებით“. წარმოდგენილ დოკუმენტებს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს. |
|
ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 25 სექტემბერი 2013 21:45 |