|
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
ოთხშაბათი, 25 სექტემბერი 2013 19:26 |
|

„ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილეს დღეს, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე.
მოქმედ კანონმდებლობებში ცვლილებების შეტანა საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულმა იმ ცვლილებებმა გამოიწვია, რომლებიც 2013 წლის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ უნდა ამოქმედდეს. კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი ერთხმად დაუჭირეს. |
|
ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 25 სექტემბერი 2013 21:39 |