საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციის წევრებს შეხვდა | ბეჭდვა |
სამშაბათი, 24 სექტემბერი 2013 21:20

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა თბილისის იუსტიციის სახლში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაცია მიიღო, რომლის შემადგენლობაშიც ყველა ევროპული წამყვანი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან. შეხვედრის მთავარი თემები იყო როგორც წინასაარჩევნო, ასევე პოლიტიკური საკითხები.

დელეგაციის წევრთა განცხადებით, ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისია ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სრულფასოვანი სადამკვირვებლო მისიის გამოსაგზავნად ემზადება. ,,მათი ერთსულოვანი განცხადებით, საქართველოში წინა წლებთან და წინა წელთან შედარებით გაცილებით უკეთესი წინასაარჩევნო გარემოა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. ჩვენ, ახალმა ხელისუფლებამ განვაცხადეთ, რომ ეს არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო. არჩევნებზე იქნება ბევრი მონიტორი, იქნება სერიოზული დაკვირვება. ჩვენ მათგან რეკომენდაციებსაც სიამოვნებით მივიღებთ, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით შემიძლია სრულიად თამამად და სიამაყითაც განვაცხადო, რომ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს საქართველოში ამ თემის დახურვა - არჩევნების ჩატარება შეგვიძლია, თუ არ შეგვიძლია გაუყალბებლად. დიახ, შეგვიძლია და ჩავატარებთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 25 სექტემბერი 2013 21:51