|
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
სამშაბათი, 24 სექტემბერი 2013 20:12 |
|

„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტები, III მოსმენით განიხილეს დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე. კომიტეტის წევრების მხრიდან რედაქციული ხასიათის შენიშვნა არ გამოთქმულა. თუმცა, როგორც იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, პარლამენტმა ცვლილებები განახორციელა „სისხლის სამართლის კოდექსში“, რაც იწვევს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ტექნიკური ცვლილების განხორციელებას, რომლის თანახმად 208-ე მუხლს უნდა დაემატოს 174 15 მუხლის მე-4 ნაწილი. წარმოდგენილი შენიშვნა კომიტეტის თავმჯდომარემ და პროექტის ინიციატორმა გიორგი ცაგარეიშვილმა და კომიტეტის წევრებმა გაიზიარეს, ამიტომ მის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი ერთხმად დაუჭირეს. |
|
ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 25 სექტემბერი 2013 22:01 |