განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
ოთხშაბათი, 25 სექტემბერი 2013 13:43

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილეს. კანონიდან ხდება იმ ნორმის ამოღება, რომელიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხის საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებას ეხება.

მესამე მოსმენით განიხილეს ასევე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომლის თანახმად, საქპატენტი უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ კანონმდებლობის სფეროში და წინადადებებს, საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად, წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 25 სექტემბერი 2013 21:55