|
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა |
| Print | |
|
Tuesday, 24 September 2013 20:01 |
|
საქართველოს პრეზიდენტის 23 სექტემბრის განკარგულებით და კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრული დღის წესრიგით 24 სექტემბრიდან პარლამენტის რიგგარეშე სხდომები იქნა მოწვეული. რიგგარეშე სხდომა განსახილველი საკითხებზე მსჯელობით დაიწყო. კანონმდებლებმა სხდომის პირველ ნახევარში 17 კანონპროექტი სხვადასხვა მოსმენით განიხილეს. მათ შორის: III მოსმენით, „იმპიჩმენტის შესახებ“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები. II მოსმენით - „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. I მოსმენით კი - „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“, და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები. შესვენების შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნაზე გამოსვლის დიდი ნაწილი პარლამენტის წევრს, კობა დავითაშვილს დაეთმო. მან დეპუტატებს საკანონმდებლო წესით მომზადებული „ჯანმრთელობის საყოველთაო სოციალური დაზღვევის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი წარუდგინა. წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის უარყოფითი პოზიცია წარმოადგინა. კობა დავითაშვილმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტებიც გამოიტანა. აღნიშნულ კანონპროექტთა პაკეტზე კი ამჯერად უარყოფითი დასკვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წარმოადგინა. დღესვე კანონმდებლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 სხვადასხვა კანონპროექტიც განიხილეს. საღამოს სხდომაზე პარლამენტის წევრებმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაწეული საქმიანობის ანგარიშიც მოისმინეს. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ კენჭისყრის პროცედურა მოეწყო. კენჭისყრის დაწყებამდე კობა დავითაშვილმა მის მიერ წარმოდგენილი საკითხების კენჭისყრის გადატანა ხვალინდელ სხდომამდე ითხოვა, რაზეც დეპუტატებმა თანხმობა განაცხადეს. კანონმდებლებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს დღეს განხილულ საკითხებს, მხოლოდ ერთი, პარლამენტის წევრის, სერგო რატიანის მიერ მომზადებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი 17 მომხრე, 23 წინააღმდეგი არ იქნა მიღებული. რიგგარეშე სხდომის ფორმატში პარლამენტის წევრები ხვალ, 12 საათზე შეიკრიბებიან.
|
|
Last Updated on Wednesday, 25 September 2013 22:09 |