პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე რიგაში კონფერენციას დაესწრება | ბეჭდვა |
ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2013 12:30

27 სექტემბერს, რიგაში ბალტიის ასამბლეა ბენილუქსის პარლამენტისა და სკანდინავიის ქვეყნების საბჭოს მონაწილეობით გამართავს კონფერენციას, რომელიც შეეხება ევროპის კავშირში დღგ-ს გადახდასთან დაკავშირებულ თაღლითობებთან ბრძოლას. აღნიშნულ კონფერენციაზე მიწვეულნი არიან სუამის საპარლამენტო ასამბლეის დელეგატები. საქართველოდან კონფერენციას დაესწრება - სუამში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2013 13:16