| გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა | | ბეჭდვა | |
| ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2013 20:10 |
|
"საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები შედის. კანონის მოქმედი რედაქციით, სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პროექტის თანახმად, რომელიც დღეს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე I მოსმენით განიხილეს, ხდება სანქციების გამკაცრება და იგი 500 ლარის ნაცვლად 5000 ლარით განისაზღვრება. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ცაგარეიშვილმა განმარტა, კანონში აღნიშნული ცვლილების შეტანა ხელს შეუწყობს ტყის საფარის განადგურებას იმ ადამიანებისგან, რომლებიც დაკავებული არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობით. თუმცა, მანვე განმარტა, რომ ეს არ შეეხება იმ მოსახლეობას, რომლებიც ცხოვრობენ სოფლად, რადგან მათ მიერ უკანონოდ მოპოვებული ხის მასალისთვის ვრცელდება სხვა სანქცია, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით რეგულირდება. |
| ბოლოს განახლდა პარასკევი, 27 სექტემბერი 2013 10:13 |






