|
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2013 20:36 |
|

"ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილეს დღეს, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე.
მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულმა იმ ცვლილებებმა გამოიწვია, რომლებიც 2013 წლის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ უნდა ამოქმედდეს. სხდომაზე რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, ამიტომ წევრებმა წარმოდგენილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი ერთხმად დაუჭირეს. |
|
ბოლოს განახლდა პარასკევი, 27 სექტემბერი 2013 10:09 |