სხდომის ოქმი #35

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის

სხდომის ოქმი N35

20 სექტემბერი 2013 წელი

კომიტეტის სათათბირო ოთახი

სხდომას თავმჯდომარეობდა 

ჯანმრთელობის დაცვისა და

 სოციალურ  საკითხთა კომიტეტის

 თავმჯდომარე                                                    დიმიტრი ხუნდაძე

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:                                                 

                                                                               გუგული მაღრაძე,  წიკლაური  მირიანი

                                                                                                         დავითაშვილი კობა,   ყეინიშვილი ნანა,

                                                                               წერეთელი მალხაზიხეჩინაშვილი გიორგი

                                                                                                         ფოფხაძე გედევანი, წერეთელი გიორგი,

                                                                                                         მაჭავარიანი მიხეილი, კუბლაშვილი პავლე,

                                                                                                         სუბელიანი კობა

 

 საქართველოს პარლამენტის წევრი     აბაშიძე ზურაბი

 

სხდომის დღის  წესრიგი :

1. საქართველოს პარლამენტის წევრის გუგული მაღრაძის  მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების: „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებსაქართველოს კანონში  ცვლილების შეტანის თაობაზედა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენით განხილვა (07-3/135, 24.07.13.) 

                                   მომხსენებელისაქართველოს პარლამენტის წევრი          

                                                            გუგული მაღრაძე

2. საქართველოს პარლამენტის წევრის მირიან წიკლაურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი  საქართველოს კანონის პროექტების: ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,საექიმო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ”  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ (#07-3/222; 05.09.2013.) III მოსმენით განხილვა.

                                  მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი          

                                                                მირიან წიკლაური

3.             საქართველოს პარლამენტის წევრის მირიან წიკლაურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი  საქართველოს კანონის პროექტი ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე’’ (07-3/223,05.09.13) III მოსმენით განხილვა.

                                     მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი          

                                                                    მირიან წიკლაური

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის თავმჯდომარემ სიტყვა მოხსენებისთვის გადასცა დღის წესრიგით გათვალისიწინებულ, პირველი საკითხის მომხსენებელსსაქართველოს პარლამენტის წევრს ქალბატონ გუგულ მაღრაძეს.

გუგული მაღრაძე - როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის მომზადება დაკავშირებულია  ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობის უზრუნველყოფასთან. როგორც ცნობილია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში 2006 წელს მიღებული იქნა სპეციალური კანონი ‘’ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’. აღნიშნული კანონი კომპლექსური ხასიათის სამართლებრივი აქტია და განსაზღვრავს, როგორც ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმებსა და ოჯახში ძალადობის  მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს. ამავე კანონით არის განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოების ფუნქციები და უფლება-მოვალეობები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში. თუმცა მითითებული კანონი მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ  და არ ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების რაიმე ფორმით მონაწილეობას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში არც სხვა საკანონმდებლო აქტით არის გათვალისწინებული და შესაბამისად, აღნიშნული პროცესი საკანონმდებლო რეგულირების მიღმაა დარჩენილი. რაც თავის მხრივ, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების წარმოდგენისა და დაცვის საქმეში და ადგილებზე წარმოადგენენ იმ ინსტიტუციურ წარმონაქმნებს, სადაც მოქალაქეებს ყოველდღიური, სისტემური, უშუალო და პირდაპირი დაშვება გააჩნიათ. თავის მხრივ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მოქალაქეებთან მჭიდრო ურთიერთკავშირის გათვალისწინებით (ადგილობრივი თვითმმართველობის დაგეგმილი რეფორმის გათვალისწინებით აღნიშნული ურთიერთკავშირი კიდევ უფრო ქმედითი გახდება), ფლობენ ინფორმაციას და მონაცემებს შესაბამისი თვითმმართველობის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა მოთხოვნებისა და საჭიროებების თაობაზე და ახორციელებენ სხვადასხვა მნიშვნელოვან სოციალურ და სხვა პროგრამებს. შესაბამისად, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სისტემური მონაწილეობა და ინსტიტუციური ჩართულობა  მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება, როგორც ოჯახში ძალადობის პრევენციის უზრუნველყოფის, ისე ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირის დახმარებისა და რეაბილიტაციის თვალსაზრისით.

კანონპროექტის მიზანია უზრუნველყოს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობის საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგება. ხოლო  კანონპროექტის ძირითადი არსია: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობის ფორმების განსაზღვრა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში.

 ‘’ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის კონსტრუქციისა და მასში მოცემული ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების სისტემის გათვალისწინებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა შეიძლება მონაწილეობა მიიღონ ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებებში, რაც შეიძლება მოიცავდეს ცნობიერების ამაღლებას, კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების (წინაპირობების) შესწავლასა და ანალიზს, მედიაციას და .., აგრეთვე ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროში, რაც თავის მხრივ  შეიძლება მოიცავდესადგილებზე მსხვერპლთა თავშესაფრების/კრიზისული ცენტრების მოწყობას, ადგილობრივ სოციალურ პროგრამებში მსხვერპლთა საჭიროებების გათვალისწინებას, მსხვერპლთა სარეაბილიტაციო პროგრამების შექმნასა და განხორციელებას, დასაქმებაში დახმარება-ხელშეწყობას და ...

აღნიშნულის გათვალისწინებითოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებსაქართველოს კანონს ემატება ახალი თავი (ასევე კანონის ცალკეულ მუხლებს ემატება შესაბამისი ნორმები), რომლის მიხედვით განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობის ფორმები ოჯახში ძალადობის პრევენციისა  და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სფეროში.

აღნიშნული ნორმების მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავიანთი სამართლებრივი აქტით განსაზღვრონ ის სოციალური, ეკონომიკური  და სხვა ღონისძიებები და პროგრამები (პროექტები), რომლებიც მიმართულია ოჯახში ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებისაკენ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციისაკენ.

პროექტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ხელს უწყობენ ან/და კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობენ შესაბამისი თვითმმართველობის ტერიტორიაზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის/კრიზისული ცენტრების მოწყობაში. ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მონაწილეობით შექმნილი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი/კრიზისული ცენტრი შესაძლებელია დაფუძნდეს არასამეწარმეო იურიდიული პირის ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმით და იგი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამ ტიპის დაწესებულებისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.

პროექტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილნი არიან დამატებით თავიანთი სამართლებრივი აქტით განსაზღვრონ ოჯახში ძალადობის პრევენციასა  და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სფეროში მონაწილეობის ფორმები. ამასთან, პროექტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ღონისძიებებს ახორციელებენ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და შესაბამის სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. 

მიიღეს გადაწყვეტილება - კომიტეტი ეთანხმება კანონპროექტის ძირითად პრინციპებს და მხარს უჭერს მისი პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

სხდომის თავმჯდომარემ, ბატონმა დიმიტრი ხუნდაძემ, სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხის განხილვით გააგრძელა და სიტყვა მოხსენებისთვის გადასცა, კანონპროექტის ავტორსა და მომხსენებელს, საქართველოს პარლამენტის წევრს მირიან წიკლაურს.

მირიან წიკლაურიმან სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად წარმოადგინა საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს კანონის პროექტების: ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,საექიმო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ”  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’.

      პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისას გამოითქვა შენიშვნა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის პირველი მუხლით წარმოდგენილ 47- მულხთან დაკავშირებით. აღნიშნული მუხლი ჩასწორდა იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:             

მუხლი 47. „სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მედიცინის ცალკეულ სპეციალობებში, აგრეთვე, ზოგიერთ რეგიონებში მომუშავე სამედიცინო პერსონალისათვის შეიძლება დაწესდეს შეღავათები და დანამატები ხელფასზე; სპეციალობებისა და რეგიონების ჩამონათვალს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

კომიტეტის სხდომაზე სხვა სახის რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა.

მიიღეს გადაწყვეტილება ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომიტეტი მომზადებულად მიიჩნევს წარმოდგენილ კანონპროექტს და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი მესამე მოსმენით განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

ბოლო საკითხი, რითაც სხდომამ დაასრულა მუშაობა იყო საქართველოს პარლამენტის წევრის მირიან წიკლაურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი  საქართველოს კანონის პროექტის ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე’’ (07-3/223,05.09.13) II მოსმენით განხილვა.

მირიან წიკლაური - კანონპროექტის მიღება განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, რომლებიც ამოქმედდება 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. აღნიშნული ცვლილებების ამოქმედების დღიდან საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებები ექნება, რაც საჭიროებს ცვლილებასნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონშიც.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, მისი მესამე მოსმენით  განხილვისას, სხდომაზე რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა.

მიიღეს  გადაწყვეტილება: კომიტეტი მომზადებულად მიიჩნევს წარმოდგენილ კანონპროექტს და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი მესამე მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

 დიმტრი ხუნდაძე

  კომიტეტის თავმჯდომარე 

 

შემსრულებელი მაია ესებუა