| სხდომის ოქმი #34 |
|
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი N34 18 სექტემბერი 2013 წელი კომიტეტის სათათბირო ოთახი სხდომას თავმჯდომარეობდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე
სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გუგული მაღრაძე, წიკლაური მირიანი დავითაშვილი კობა, წერეთელი მალხაზი, ხეჩინაშვილი გიორგი, ფოფხაძე გედევანი, კუბლაშვილი პავლე, სუბელიანი კობა
საქართველოს პარლამენტის წევრი აბაშიძე ზურაბი სხდომის დღის წესრიგი : 1 . საქართველოს პარლამენტის წევრების: ირინე იმერლიშვილისა და ზურაბ აბაშიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს შრომის კოდექსი” ცვლილების შეტანის შესახებ’’ (07-3/175,29.08.13) მესამე მოსმენით განხილვა. მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ აბაშიძე 2. საქართველოს პარლამენტის წევრის მირიან წიკლაურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ (#07-3/222; 05.09.2013.) II მოსმენით განხილვა. მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი მირიან წიკლაური 3. საქართველოს პარლამენტის წევრის მირიან წიკლაურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე’’ (07-3/223,05.09.13) II მოსმენით განხილვა. მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი მირიან წიკლაური კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის თავმჯდომარემ სიტყვა მოხსენებისთვის გადასცა დღის წესრიგით გათვალისიწინებულ, პირველი საკითხის მომხსენებელს, საქართველოს პარლამენტის წევრს ბატონ ზურაბ აბაშიძეს. ზურაბ აბაშიძე - მომხსნებელმა კიდევ ერთხელ შეახსენა კომიტეტის წევრებს, რომ კანონპროექტის მიზანია საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციაში შესულ იმ ცვლილებებთან, რომლებიც ამოქმედდება 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან და რომელთა ამოქმედების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს ექნება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებები. სხდომაზე კანონპროექტი განიხილეს და მის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა. მიიღეს გადაწყვეტილება - კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. სხდომის თავმჯდომარემ, ბატონმა დიმიტრი ხუნდაძემ, სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხის განხილვით გააგრძელა და სიტყვა მოხსენებისთვის გადასცა, კანონპროექტის ავტორსა და მომხსენებელს, საქართველოს პარლამენტის წევრს მირიან წიკლაურს. მირიან წიკლაური - მან სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად წარმოადგინა საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს კანონის პროექტების: ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა კანონპროექტის მიღების მიზეზია ის მდგომარეობა, რომელიც შეიქმნება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ. სახელდობრ, ფიცის დადების მომენტიდან საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება განახორციელოს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებანი (საქართველოს კონსტიტუცია, 73-ე მუხლის მე-5 პუნქტი). კანონპროექტის მიზანია - საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნული პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, გამოითქვა შენიშვნები: I. ,,სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ კანონპროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით წარმოდგენილი მე-15 მუხლში სიტყვა ,,სამინისტრო” შეიცვალოს სიტყვით ,,მინისტრი’’ და აღნიშნული მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით: 4. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 15. დონორის სისხლის, მისი კომპონენტებისა და პრეპარატების გაცვლის, საქათველოს საზღვრებს გარეთ მათი გატანის წესი საზღვარგარეთის სამედიცინო ორგანიზაციებთან დონორის სისხლის, მისი კომპონენტებისა და პრეპარატების გაცვლის, საქართველოს საზღვრებს გარეთ მათი გატანის წესს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი”. მიიღეს გადაწყვიტილება: წარმოდგენილი შენიშვნის გათვალისწინებით კომიტეტი მომზადებულად მიიჩნევს კანონპროექტს და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი მეორე მოსმენით განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ბოლო საკითხი, რითაც სხდომამ დაასრულა მუშაობა იყო საქართველოს პარლამენტის წევრის მირიან წიკლაურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე’’ (07-3/223,05.09.13) II მოსმენით განხილვა. მირიან წიკლაური - კანონპროექტის მიღება განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, რომლებიც ამოქმედდება 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. აღნიშნული ცვლილებების ამოქმედების დღიდან საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებები ექნება, რაც საჭიროებს ცვლილებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონშიც. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, მისი მეორე მოსმენით მუხლობრივი განხილვისას, სხდომაზე შენიშვნები არ გამოთქმულა. მიიღეს გადაწყვეტილება: კომიტეტი მომზადებულად მიიჩნევს წარმოდგენილ კანონპროექტს და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი მეორე მოსმენით განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
დიმტრი ხუნდაძე კომიტეტის თავმჯდომარე შემსრულებელი მაია ესებუა |






