სხდომის ოქმი #37

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის

ოქმი ¹37 

26 სექტემბერი  2013წ.

 

სხდომის თავმჯდომარე:

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა

კომიტეტის თავმჯდომარე                            დიმიტრი ხუნდაძე

ესწრებოდნენ:                                                  

ჯანმრთელობის დაცვისა და                        

სოციალურ საკითხთა                                     

კომიტეტის წევრები                                     

                                                                           

                                                                             გ. მაღრაძე

                                                                             მ. წიკლაური

                                                                             გ. ხეჩინაშვილი

                                                                             კ. დავითაშვილი

                                                                             გ. ფოფხაძე - ა/მ -ვ. დოლიძე

                                                                             მ. წერეთელი

                                                                             ნ. ყეინიშვილი - ა/მ -ო. ნიშნინიძე

                                                                            

 

დ ღ ი ს      წ ე ს რ ი გ ი:

1.საქართველოს პარლამენტის წევრების დიმიტრი ხუნდაძის და მირიან წიკლაურის  მიერ  საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს შრომის კოდექსიცვლილების შეტანის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში  ცვლილების შეტანის თაობაზე“. (07-3/238;  19.09.2013).

 II მოსმენა (დაჩქარებული წესით განხილვა).

             მომხსენებლი -  დიმიტრი ხუნდაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი

2.შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობელთა პეტიციის  განხილვა.

            მომხსენებელი: ბელა სონღულაშვილი

სოციალური დაცვის ლიგის თავმჯდომარე

3.საქართველოს მოქალაქეების მ.ანიკაშვილის, გ. თარგამაძის გ. ახვლედიანის და ლ. ვეფხვაძის საკანონმდებლო წინადადების განხილვა.

            მომხსენებელი: მაგდა ანკაშვილი

სხდომა გახსნა სხდომის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ და  კომიტეტის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს წარმოუდგინა სხდომის დღის წესრიგი. შემდგომ მან კომიტეტს განსახილველად წარმოუდგინა საქართველოს პარლამენტის წევრების დიმიტრი ხუნდაძის და მირიან წიკლაურის  მიერ  საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს შრომის კოდექსიცვლილების შეტანის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში  ცვლილების შეტანის თაობაზე“.

დ. ხუნდაძე:

კანონპროექტის ძირითადი არსი:

კოდექსის 27-ე მუხლში შედის შემდეგი ცვლილება: ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება იზრდება 477-დან 730 კალენდარულ დღემდე.

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადი ხდება 183 კალენდარული დღე, ნაცვლად 126 დღისა, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე, ნაცვლად 140 დღისა.

                კოდექსის 28-ე მუხლში შედის შემდეგი ცვლილება: დასაქმებულს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, ეძლევა შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამობავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით, ნაცვლად 365 დღისა. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადი ხდება 90 კალენდარული დღე, ნაცვლად 70 დღისა.

მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული დახმარების ოდენობა დადგენილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის «ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ 2006 წლის 25 აგვისტოს N 231/ ბრძანებით და განისაზღვრება არაუმეტეს 600 ლარის ოდენობით.

მოცემული კანონპროექტის მიხედვით, კოდექსის 29- მუხლის პირველი პუნქტი ადგენს საქართველოს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების  პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობას და იგი შეადგენს არაუმეტეს 1000 ლარს.

კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილ კანონპროექტებს. 

სხდომის თავმჯდომარემ შემდგომ კომიტეტს განსახილველად წარმოუდგინა საქართველოს მოქალაქეების მ.ანიკაშვილის, გ. თარგამაძის გ. ახვლედიანის და ლ. ვეფხვაძის საკანონმდებლო წინადადება.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილებების შეტანას. კერძოდ შრომის კოდექსის 27-ე მუხლის მეორე პუნქტში ორსულობის, მშობიარობის ან ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების გაზრდას 180 (ნაცვლად 126), ხოლო გართულებისას ან ტყუპად შობის შემთხვევაში 240(ნაცვლად 140) კალენდარული დღისა. ასევე კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებებს გარდამავალ და დასკვნით დებულებებში. კომიტეტში აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა,  რის შედეგადაც, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებულია „საქართველოს პარლამენტის წევრების დიმიტრი ხუნდაძის და მირიან წიკლაურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი  საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ (07-3/238, 19.09.13). აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს, როგორც დღეების რაოდენობის ზრდას, ანაზღაურებადი შვებულების შემთხვევაში 183; გართულებისას ან ტყუპად შობის შემთხვევაში 200 და ანაზღაურების გარეშე 730 კალენდარული დღეებისა, ნაცვლად არსებული 126; 140 და 477 შესაბამისად, ასევე ფულადი დახმარების გაზრდას არსებული 600 ლარისა 1 000 ლარამდე.

კომიტეტმა აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეების: მაგდა ანიკაშვილი, გიორგი თარგამაძე, გიორგი ახვლედიანი, ლევან ვეფხვაძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივის სხდომაზე განხილვის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება ინიციატივა უარყოფილად იქნას ცნობილი. 

სხდომის თავმჯდომარემ შემდგომ სიტყვა გადასცა სოციალური დაცვის ლიგის თავმჯდომარეს ბ. სონღულაშვილს, რომელმაც კომიტეტს განსახილველად წარმოუდგინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობელთა პეტიცია. 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობელთა

პეტიცია

საქართველოს ხელისუფლებას

             საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს

ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი საქართველოს მოქალაქენი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლები,

ვაღიარებთ რა, საქართველოს კონსტიტუციას სახელმწიფოს უზენაეს კანონად,

მიგვაჩნია საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის წევრ სახელწიფოდ,

ვითვალისწინებთ რა ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო ხელშეკრულებებზე მიერთებით  დაკისრებულ ვალდებულებებს,

ვთანხმდებით შემდეგზე:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები წარმოადგენენ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით სარგებლობისათვის განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდება. სახელმწიფო ვალდებულია ზრუნავდეს ყველა მის მოქალაქეზე ადეკვატურად, ადეკვატური ზრუნვა კი გამოიხატება თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაში.

საქართველოს კონსტიტუციის 39- მუხლის მიხედვით, ,,საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან.’’

გაერთიანებული ერების მიერ 1989 წელს მიღებულ ,,ბავშვის უფლებათა კონვენციას’’ საქართველოს სახელმწიფო 1994 წლის 2 ივნისს მიუერთდა და იგი იმავე წლის 2 ივლისიდან მოქმედებს ქვეყნის კანონმდებლობაში

კონვენციის 23-ე მუხლის თანახმად,

,,1. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ გონებრივი თუ ფიზიკური თვალსაზრისით არასრულფასოვანი ბავშვი სრულფასოვან და ღირსეულ ცხოვრებას უნდა ეწეოდეს პირობებში, რომელბიც უზრუნველყოფს მის ღირსებას, ეხმარება საკუთარი თავის რწმენის ჩანერგვაში და უადვილებს აქტიურ მონაწილეობას საზოგადოების ცხოვრებაში.

2. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ არასრულფასოვანი ბავშვის უფლებას განსაკუთრებულ ზრუნვაზე და ხელს უწყობენ და უზრუნველყოფენ, რესურსების არსებობის შემთხვევაში, ამის უფლების მქონე ბავშვს და მასზე ზრუნვისათვის პასუხისმგებელ პრის იმ დახმარებით, რომლის თაობაზეც შეტანილია თხოვნა და რომელიც შეესაბამება ბავშვის და მისი მშობლების ან ისეთი სხვა პირების მდგომარეობას, რომლებიც ბავშვზე ზრუნვას უზრუნველყოფენ.

3. არასრულფასოვანი ბავშვის განსაკუთრებული საჭიროებების აღიარებით დახმარების აღმოჩენა, ამ მუხლის 2 პუნქტის შესაბამისად, შეძლებისდაგვარად, უსასყიდლოდ ხდება, მშობლების ან ბავშვზე ზრუნვის უზრუნველმყოფი სხვა პირების ფინანსური რესურსების გათვალისწინებით და მიზნად ისახავს არასრულფასოვანი ბავში უზრუნველყოფილი იქნეს იმით, რომ მისთვის ეფექტიანად ხელმისაწვდომი იყოს განათლების, პროფესიული მომზადების, სამედიცინო მომსახურების, ჯანმრთელობის აღდგენის, შრომითი საქმიანობისათვის მომზადების სფერო და დასვენების საშუალებები იმგვარად, რომ მოხდეს ბავშვის რაც შეიძლება სრულად ჩაბმა სოციალურ ცხოვრებაში და მიღწეულ იქნეს მისი პიროვნების განვითარება, მათ შორის ბავშვის კულტურული და სულიერი განვითარება.

4. მონაწილე სახელმწიფოები საერთაშორისო თანამშრომლობის სულისკვეთებით ხელს უწყობენ შესაბამისი ინფორმაციის გაცვლას პროფილაქტიკური ჯანმრთელობის დაცვის და არასრულფასოვანი ბავშვების სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ფუნქციური მკურნალობის სფეროში, მათ შორის რეაბილიტაციის, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების მეთოდების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, აგრეთვე იმ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, რათა მონაწილე სახლემწიფებმა გააუმჯობესონ თავიანთი შესაძლებლობანი და ცოდნა და გააფართოონ თავიანთი გამოცდიელბა ამ სფეროში. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს განვითარებადი ქვეყნების მოთხოვნილებებს.’’

გაეროს 2006 წლის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას’’ საქართველოს სახელმწიფომ 2009 წლის 10 ივლისს მოაწერა ხელი, მაგრამ კონვენციაზე მიერთება ჯერ არ მომხდარა. მიუხედავად ამისა, აუცილებელია ყურადღების გამახვილება კონვენციის ერთ-ერთ ძირითად პრინციპზე: ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შესაძლებლობის განვითარებისა და ინდივიდუალობის შენარჩუნების უფლების პატივისცემა.’’

აღნიშნული პრინციპის დაცვით უნდა მოხდეს საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება და უკვე არსებულში ცვილებებისა და დამატებების შეტანა.

კონვენციის მე-7 მუხლი:

,,1. მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზებისათვის, სხვა ბავშვების თანასწორად.

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ქმედებაში, უპირველეს ყოვლისა გათვალისწინებული უნდა იქნას ბავშვის უზენაესი ინტერესები.

3. მონაწილე სახელმწიფოებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის, სხვა ბავშვების თანასწორად უნდა უზრუნველყონ აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება მათთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე, მათი ასაკისა და მოწიფულობის გათვალისწინებით; აღნიშნული უფლების რეალიზებისათვის ისინი უზრუნველყოფილი უნდა იქნან  შეზღუდულობისა და ასაკის შესაბამისი დახმარებით.’’

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, საქართველოს სახელმწიფომ შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც მან ჯერ კიდევ 1994 წელს აიღო და შემდეგი მიმართულებით გადადგათ ქმედითი ნაბიჯები:

1.დაჩქარებული წესით მოხდეს საქართველოს პარლამენტის მიერ ა(ა)იპ ,,სოციალური დაცვის ლიგის’’ მიერ ჯერ კიდევ 2010 წელს შემუშავებული ,,შშმ ბავშვთა და მათზე მზრუნველთა სოციალური დაცვის პაკეტის“ მოთხოვნათა ასახვა ქვეყნის კანონმდებლობაში :

,, შშმპ ბავშვთა და მათზე მზრუნველთა სოციალური დაცვის პაკეტი

1.შშმ ბავშვებს მიეცეთ საარსებო მინიმუმის ოდენობით პენსია და მასზე დანამატები;

2.შშმ ბავშვის უმუშევარ მომვლელს (ოჯახის წევრი) დაენიშნოს ყოველთვიური დახმარება საარსებო მინიმუმის 60%-ის ოდენობით და ბავშვის მოვლის პერიოდი ჩაეთვალოს სამუშაო სტაჟში;

3.შშმ ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე, მშობლის სურვილის შემთხვევაში, უფასოდ ჩაერთოს ნებისმიერ სახელმწიფო პროგრამაში, იმის მიუხედავად მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია თუ არა ;

4.დაიხვეწოს და საერთაშორისო სტანდარტებს მიუახლოვდეს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შესახებ კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები (პირველ რიგში მინისტრის ბრძანება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის დადგენის შესახებ)  18 წლამდე ასაკის პირების შემთხვევაში;

5.შშმ ბავშვები უზრუნველყოფილნი იქნენ უფასო სარეაბილიტაციო და ტექნიკური საშუალებებით. ამ მიზნით ჩამოყალიბდეს შესაბამისი ქსელი;

6.შშმ ბავშვს მიეცეს კლასიფიცირებული სამედიცინო დაზღვევა მათი ჯანმრთელობისათვის საჭირო მთხოვნების გათვალისწინებით, რომელშიც ჩართული იქნება გადაუდებელი ფარმაცვეტული პრეპარატები და კვების რაციონი;

7.მარტოხელა შშმ პირს სახელწიფო ფონდებიდან გამოეყოს შესაბამისი საცხოვრებელი ფართი ან ადგილი პროფილურ სოციალურ სახლში;

8.შშმ ბავშვის ოჯახს მიეცეს 50%-იანი შეღავათი საკომუნიკაციო და კუმუნალურ გადასახადებზე;

9.შშმ ბავშვს და მის თანმხლებ პირს მიეცეს უფასო გადაადგილების საშუალება მუნიციპალური (ყოველდღიური), სარკინიგზო (ყოველთვიური) და საჰაერო (სამკურნალო-სარეაბილიტაციო მიზნით) ტრანსპორტით გადაადგილებისას. შშმ ბავშვებისათვის უზრუნველყოფილი იქნეს შესაბამისი პირობები;

10.შშმ ბავშვზე და მის თანმხლებ პირზე გაიცეს საკურორტო სარეაბილიტაციო საგზური ან ვაუჩერი, მგზავრობის ხარჯების ჩათვლით. შესაბამის პერიოდში მხლებლისათვის გაიცეს და ანაზღაურდეს საავადმყოფო ფურცელი;

11.შშმ ბავშვს მიეცეს შესაძლებლობა უფასოდ ისარგებლოს სპორტულ გამაჯანსაღებელი მომსახურებით და ადგილზე შეექმნას შესაბამისი პირობები;

12.ანაზღაურებადი საავადმყოფო ფურცელი გაიცეს შშმ ბავშვის ბინაზე მომვლელზე მისი ავადმყოფობის შემთხვევაში;

13.სახელმწიფო და საზოგადოებრივი ზედამხედველობით გატარდეს გადაუდებელი ღონისძიებები ინკლუზიური სწავლების დონის ასამაღლებლად სწავლის ნებისმიერ საფეხურზე, შეიქმნას შესაბამისი პირობები;

14.შშმ ბავშვებისათვის დაწესდეს განსაკუთრებული, შეღავათიანი რეჟიმი სახელმწიფოს ხარჯზე პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღებისას. სახელმწმიფომ შექმნას შესაბამისი პირობები შშმ ბავშვისათვის საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად;

15.შემუშავდეს და ამოქმედდეს შშმ ბავშვთა სოციალური ინტეგრაციის კლასიფიცირებული პროგრამები;

16.შრომითი უნარების მქონე შშმ ბავშვებისათვის 15 წლის ასაკიდან, საფეხურებრივ ჩატარდეს სოციალური და პროფესიული უნარების შეფასება ტესტირების ფორმით, მიეცეთ შესაბამისი პროფესიული განათლება და მოხდეს სამუშაო ადგილების სუბსიდირება. გაიცეს სამუშაო გრანტი თვითდასაქმებისათვის;

17.შშმ ბავშვების მშობლებს დაუწესდეს გონივრული საგადასახადო შეღავათები;

18.შშმ ბავშვის მარტოხელა მშობლის მეორე შვილს მოთხოვნის საფუძველზე მოეხსნას ან გადაუვადდეს სამხედრო ვალდებულება;

19.აღდგეს საქართველოს ,,შრომის კოდექსში’’ გაუქმებული 164-ე მუხლი:

1.აკრძალულია სამუშაოზე მირებისას ქალებისათვის უარის თქმა და მათთვის ხელფასის შემცირება ორსულობის ან სამ წლამდე ასაკის ბავშვების ყოლის მოტივებით, ხოლო მარტოხელა დედებისათვის - თოთხმეტ წლამდე ასაკის ბავშვის ყოლის (თვრამეტ წლამდე ასაკის შშმ ბავშვის ყოლის) გამო.

2.აღნიშნული კატეგორიის ქალებისათვის სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმისას ადმინისტრაცია ვალდებულია წერილობითი ფორმით აცნობოს მათ უარი მიზეზები. სამუშაოზე მირების უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.  3.დაუშვებელია  ორსული  ქალებისა და იმ ქალების, რომლებსაც სამ წლამდე ასკაის ბავშვები ჰყავთ (მარტოხელა დედებისა თოთხმეტ წლამდე ასაკის ბავშვის ან თვრამეტ წლამდე შშმ ბავშვის ყოლისას) დათხოვნა ადმინისტრაციის ინიციატივით, გარდა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სრული ლიკვიდაციის შემთხვევებისა, როდესაც დათხოვნა დაშვებულია სავალდებულო შრომითი მოწყობით. 

4.აღნიშნული ქალების სავალდებულო შრომით მოწყობას ადმინისტრაცია ახორციელებს. აგრეთვე, ვადიანი შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო მათი დათხოვნის შემთხვევებშიც. შრომითი მოწყობის პერიოდში მათ უნარჩუნდებათ საშუალო ხელფასი, მაგრამ არა უმეტეს სამი თვისა ვადიანი შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის დღიდან“;

20.შშმ ბავშვის მარჩენალს მიეცეს უფლება, დასვენების დღეების გარდა, ისარგებლოს თვეში 4 დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღით, ადმინისტრაციასთან შეათანხმოს სამუშაოს შესრულების მცოცავი გრაფიკი;

21.შშმ ბავშვის მარჩენალს კუთვნილი ანაზღაურებადი და დამატებითი შვებულება ანაზღაურების გარეშე მიეცეს დაუყოვნებლივ;

22.შშმ პირებისათვის სახელმწიფომ ნებისიერი დაქვემდებარების ორგანიზაციაში დაადგინოს შემცირებული სამუშაო დრო (ანაზღაურების ნაწილობრივი სუბსიდირებით), სამუშაო ადგილების ქვოტირება 2%-ის ოდენობით და შრომის მისაღები პირობები;

23.აიკრძალოს წერილობითი თანხმობის გარეშე ღამის, მძიმე ან დამატებით სამუშაოზე შშმ პირის ან მისი მარჩენალის დასაქმება;

24.სამუშაო ადგილზებზე კონკურსების ჩატარებისას შშმ პირთათვის გამოიყოს სპეციალური ადგილები და ჩამოყალიბდეს სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები;

25.შშმ ბავშვზე მზრუნველს 50 წლის შესრულების შემდეგ 15 წლის სამუშაო სტაჟის არსებობისას დაენიშნოს სპეციალური პენსია. ამავე დროს, ბავშვის მოვლის პერიოდი ჩაეთვალოს საერთო სტაჟში;

26.შშმ ბავშვზე მზრუნველთათვის სემუშავდეს და განხორციელდეს  დასაქმების სახელმწიფო პროგრამა;

27.შშმ ბავშვს მიეცეს სხვა სპეციფიური სოციალური შეღავათები.  

2.სასწრაფოდ მოხდეს გაეროს 2006 წლის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის’’ რატიფიცირება. 

   ა(ა)იპ ,,სოციალური დაცვის ლიგა“  გამოხატავს მზადყოფნას, ნებისმიერ დონეზე ჩაერთოს პეტიციით გათვალისწინებულ საკითხთა ადვოკატირებაში.

კომიტეტმა განხილვის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, სოციალური დაცვის ლიგის მიერ წარმოდგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობელთა პეტიცია (#31144; 18.07.13) შესასწავლად და განსახილველად გადაეგზავნოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ხოლო სამინისტროპასუხაცნობს  პეტიციის ავტორს და  კომიტეტს.

კომიტეტმა ასევე გამოთქვა სურვილი კომიტეტთან არსებული „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხთა მრჩეველთა საბჭო“-ს ფორმატში  სოციალური დაცვის ლიგასთან თანამშრომლობაზე. 

კომიტეტმა განიხილა რა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, აზრთა გაზიარების, გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით მიიღო

გ  ა  დ  ა  წ  ყ  ვ  ე  ტ  ი  ლ  ე  ბ  ა 

1.კომიტეტმა II მოსმენით მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრების დიმიტრი ხუნდაძის და მირიან წიკლაურის მიერ  საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებს: საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს შრომის კოდექსიცვლილების შეტანის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში  ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/238, 19.09.13).

2.კომიტეტმა განიხილა სოციალური დაცვის ლიგის მიერ წარმოდგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობელთა პეტიცია (#31144; 18.07.13). განხილვის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნული პეტიცია შესასწავლად და განსახილველად გადაეგზავნოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ხოლო სამინისტროპასუხაცნობს  პეტიციის ავტორს და  კომიტეტს.

3.კომიტეტმა განიხილა საქართველოს მოქალაქეების მ.ანიკაშვილის, გ. თარგამაძის  გ. ახვლედიანის და ლ. ვეფხვაძის საკანონმდებლო წინადადება და მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნული წინადადება უარყოფილად იქნას ცნობილი. 

 

დიმიტრი ხუნდაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 

სხდომის მდივანი: ქ. მჭედლიშვილი