| სხდომის ოქმი #44 |
|
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის ოქმი N44
18 სექტემბერი, 2013წ. 10 სთ. საქართველოს პარლამენტი, სხდომათა დარბაზი N308
სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ალი მამედოვი (ადგილმონაცვლე) - ქანთარია ალექსანდრე, საყვარელიძე ფრიდონი, ჯაფარიძე თამაზი, ქავთარაძე გიორგი, პაპუაშვილი ზაზა, ჭკუასელი თეიმურაზი, მახარაძე მიხეილი, ხეჩინაშვილი გიორგი, მეგრელიძე ომარი, რატიანი სერგო, ლონდარიძე ტარიელი, აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები. დღის წესრიგი
1.საქართველოს პარლამენტის წევრის თამარ კორძაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(07-3/184, 29.08.13) (საქართველოს პარლამენტის წევრი - თამარ კორძაია) 2.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/87,05.0913) (საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე - ვახტანგ ცეცხლაძე) 3.საქართველოს პარლამენტის წევრების: ელისო ჩაფიძისა და ფრიდონ საყვარელიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „კულტურის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(07-3/205,05.09.13) (საქართველოს პარლამენტის წევრი - ელისო ჩაფიძე) 1.მოისმინეს საქართველოს პარლამენტის წევრის თამარ კორძაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებელმა თამარ კორძაიამ წარმოადგინა კანონპროექტი და აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია იმ ნორმების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების შერჩევის და ანგარიშვალდებულების სფეროში. კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებებს: ა) კანონპროექტით იცვლება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მე-9 მუხლი მე-10, მე-14 და მე-15 პუნქტები. ცვლილებების თანახმად, კონსტიტუციის 73-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნტის შესაბამისად დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიების წევრობის კანდიდატებს საქართველოს პრეზიდენტი ათანხმებს საქართველოს მთავრობასთან და მხოლოდ ამ პროცედურის გავლის შემდეგ, კანდიდატები წარედგინება საქართველოს პარლამენტს თანხმობის მისაღებად. ცვლილებების თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შესარჩევ კონკურსს კვლავ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა განაცხადების პრეზიდენტისადმი წარდგენის შემდეგ, საქართველოს პარლამენტისადმი წარსადგენი კანდიდატები შეირჩევა პრეზიდენტისა და მთავრობის შეთანხმებით. შეთანხმებულ კანდიდატებს კონსტიტუციით გათვალისწინებული ნორმის თანახმად კვლავ საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს, ხოლო პარლამენტი ირჩევს კომისიის წევრებს. გარდა ამისა, ამავე მუხლით იცვლება კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი. კერძოდ, თავმჯდომარე, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირი აირჩევა თავად კომისიის მიერ. თავმჯდომარის ასარჩევად აუცილებელია კომისიის სრულის შემადგენლობის უმრავლესობის ხმის მოპოვება. ბ) კანონპროექტით ცვლილებება შედის მე-10 მუხლის 1-ელ და მე-9 პუნქტებში, ასევე, ამავე მუხლს ემატება 1 პრიმა პუნქტი. ცვლილებების თანახმად, ინტერესთა კონფლიქტისა და კანონის დარღვევის ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში, კომისიის წევრს თანამდებობიადნ ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტი. აღნიშნული შემთხვევის დადგომისას პარლამენტი ხელმძღვანელობს პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისათვის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დადგენილი პროცედურებით. გ) ცვლილება შედის კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტში, რომლის თანახმად, კომისია ანგარიშს გარდა საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისა, წარუდგენს საქართველოს მთარობასაც. კანონპროექტის განხილვისას თავიანთი სენიშვნები და მოსაზრებები გამოთქვეს კომიტეტის წევრებმა: ი. კიღურაძემ, ს. რატიანმა და თ. ჭკუასელმა. ი. კიღურაძემ მოითხოვა დაკონკრეტება კომისიის წევრების შერჩევის დროს ინიციატორის შესახებ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. ს. რატიანის შეკითხვა შეეხებოდა კომისიის თავმჯდომარის შერჩევის წესს. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა 12 მომხრე მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას. 2.მოისმინეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც წარმოადგინა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ვახტანგ ცეცხლაძემ. აღინიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონით გათვალისწინებული კონსტიტუციის ახალი რედაქციის მთელ რიგ მუხლებთან, რომლებიც შეეხება პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებების ცვლილებას, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა. კანონის მოქმედი რედაქციით, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ კანონმდებლობის სფეროში და მისი განვითარების შესახებ წინადადებებს წარუდგინს საქართველოს პრეზიდენტს. წარმოდგენილი პროექტით, კონსტიტუციური ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად, „საქპატენტი“ ზემოაღნიშნულ წინადადებებს წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა 12 მომხრე მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას. 3.მოისმინეს საქართველოს პარლამენტის წევრების: ელისო ჩაფიძისა და ფრიდონ საყვარელიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „კულტურის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც სხდომაზე წარმოადგინა კომიტეტის წევრმა და თანაავტორმა ფრიდონ საყვარელიძემ. მომხსენებელმა განმარტა, რომ კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის 21- მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს კანონის რედაქციიდან, ვინაიდან აღნიშნული პუნქტი ითავლისწინებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხის დამტკიცებას საქართველოს პრეზიდენტის მიერ. კულტურული მემკვიდრეობის ნუსხის ცნებას არ იცნობს საქართველოს კანონმდებლობა, შესაბამისად შეუძლებელია ამ ნუსხის დამტკიცება განხორციელდეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს ძეგლების სახელმწიფო რეესტრის არსებობას, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო აწარმოებს. ასევე აღნიშნა, რომ `კულტურული მემკვიდრეობის შესახებ~ საქართველოს კანონში Dცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მუზეუმ-ნაკრძალის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად გადაეცემა საქართველოს მთავრობას, ასევე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალიც, რომლის ფარგლებშიც იგი განახორციელებს ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტების მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას და სხვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. გარდა ამისა, ძეგლისათვის ეროვნული კატეგორიის განსაზღვრა პრეზიდენტის ბრძანებულების ნაცვლად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განხორციელდება და დადგენილებითვე დადგინდება მომეტებული საჯარო ინტერესების მქონე ძეგლთა ნუსხა და მათზე მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) მიერ საზოგადოების დაშვების წესი. „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულია სამუზეუმო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებისა და კონტროლის ორგანოები, რომლებიც დღეს უკვე გაუქმებულია და აღარ ფუნქციონირებს, შესაბამისად აუცილებელია მათი დასახელებების მუხლის რედაქციიდან ამოღება და სამუზეუმო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებისა და კონტროლის ორგანოდ მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განსაზღვრა. ასევე, ახალი კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აუცილებელია მუზეუმებისათვის ეროვნული კატეგორიის მინიჭების უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად, გადაეცეს საქართველოს მთავრობას. „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე და 43-ე მუხლით გათვალისწინებული, „საქართველოში საზღვარგარეთიდან დროებით შემოტანილი კულტურული ფასეულობის მიმართ რისკის ყველა შემთხვევაში ფინანსური უზრუნველყოფის სახელმწიფო გარანტიის საერთო წესის“ შემუშავება საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად უზრუნველყოს საქართველოს მთავრობამ. კანონპროექტების განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა 12 მომხრე მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.
სხდომის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე სხდომის მდივანი ლალი ლორია |






