სხდომის ოქმი #46

საქართველოს პარლამენტის

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის

ოქმი N46

20 სექტემბერი, 2013. 17 სთ.  საქართველოს პარლამენტი, სხდომათა დარბაზი N308  

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას  ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქანთარია ალექსანდრე, ჩაფიძე ელისო, საყვარელიძე ფრიდონი, ჯაფარიძე თამაზი, ქავთარაძე გიორგი, პაპუაშვილი ზაზა, ჭკუასელი თეიმურაზი, ხეჩინაშვილი გიორგი, რატიანი სერგო, ლონდარიძე ტარიელი,ნაყოფია კობა,  აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები.

დღის წესრიგი

 

1.საქართველოს პარლამენტის წევრის თამარ კორძაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(07-3/184, 29.08.13) მეორე მოსმენა.

 (საქართველოს პარლამენტის წევრი - თამარ კორძაია)

2.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/87,05.0913) მეორე მოსმენა.

 (საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე - ვახტანგ ცეცხლაძე)

3.საქართველოს პარლამენტის წევრების: ელისო ჩაფიძისა და ფრიდონ საყვარელიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „კულტურის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“,  „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს  კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(07-3/205,05.09.13) მეორე მოსმენა.

 (საქართველოს პარლამენტის წევრი - ელისო ჩაფიძე)

1.მოისმინეს საქართველოს პარლამენტის წევრის თამარ კორძაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებელმა თამარ კორძაიამ წარმოადგინა კანონპროექტი და აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია იმ ნორმების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების შერჩევის და ანგარიშვალდებულების  სფეროში.

    კანონპროექტის მუხლობრივი განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ  გამოთქმული შენიშნებისა და წინადადებების გათვალისწინებით,   კომიტეტმა  მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტს და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი  განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე  მოსმენით. 

           კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა  12 მომხრე    მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას.

2.მოისმინეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც წარმოადგინა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ვახტანგ ცეცხლაძემ. აღინიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონით გათვალისწინებული კონსტიტუციის ახალი რედაქციის მთელ რიგ მუხლებთან, რომლებიც შეეხება პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებების ცვლილებას,  „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა. კანონის მოქმედი რედაქციით, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისაქპატენტი“ უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ კანონმდებლობის სფეროში და მისი განვითარების შესახებ წინადადებებს წარუდგინს საქართველოს პრეზიდენტს.

     წარმოდგენილი პროექტით, კონსტიტუციური ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად, „საქპატენტი“ ზემოაღნიშნულ წინადადებებს წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
კანონპროექტის მუხლობრივი განხილვის დროს, კომიტეტის წევრების მიერ  შნიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. 
კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა  12 მომხრე    მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას.

მოისმინეს საქართველოს პარლამენტის წევრების: ელისო ჩაფიძისა და ფრიდონ საყვარელიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „კულტურის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“,  „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს  კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც სხდომაზე წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრმა ელისო ჩაფიძემ.  

    კანონპროექტების მუხლობრივი განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ  შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. 

3.კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა  12 მომხრე    მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას.

 

 

სხდომის თავმჯდომარე                                                                                                 ივანე კიღურაძე

 

სხდომის მდივანი                                                                                                                             ლალი ლორია