| სხდომის ოქმი #47 |
|
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის ოქმი N47
25 სექტემბერი, 2013წ. 11 სთ. საქართველოს პარლამენტი,სხდომათა დარბაზი N307
სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქანთარია ალექსანდრე, ჩაფიძე ელისო, საყვარელიძე ფრიდონი, ჯაფარიძე თამაზი, ქავთარაძე გიორგი, პაპუაშვილი ზაზა, ჭკუასელი თეიმურაზი, ხეჩინაშვილი გიორგი, რატიანი სერგო, აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები. დღის წესრიგი 1.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/87,05.0913) მესამე მოსმენა. (საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე - ვახტანგ ცეცხლაძე) 2.საქართველოს პარლამენტის წევრების: ელისო ჩაფიძისა და ფრიდონ საყვარელიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „კულტურის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(07-3/205,05.09.13) მესამე მოსმენა. (საქართველოს პარლამენტის წევრი - ელისო ჩაფიძე) 1.მოისმინეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც წარმოადგინა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ვახტანგ ცეცხლაძემ. აღინიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონით გათვალისწინებული კონსტიტუციის ახალი რედაქციის მთელ რიგ მუხლებთან, რომლებიც შეეხება პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებების ცვლილებას, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა. კანონის მოქმედი რედაქციით, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ კანონმდებლობის სფეროში და მისი განვითარების შესახებ წინადადებებს წარუდგინს საქართველოს პრეზიდენტს. წარმოდგენილი პროექტით, კონსტიტუციური ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად, „საქპატენტი“ ზემოაღნიშნულ წინადადებებს წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. კანონპროექტის მუხლობრივი განხილვის დროს, კომიტეტის წევრების სარედაქციო სახის შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა 10 მომხრე მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას. 2.მოისმინეს საქართველოს პარლამენტის წევრების: ელისო ჩაფიძისა და ფრიდონ საყვარელიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „კულტურის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც სხდომაზე წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრმა ელისო ჩაფიძემ. კანონპროექტების განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ სარედაქციო სახის შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.
3.კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა 10 მომხრე მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას.
სხდომის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე
სხდომის მდივანი ლალი ლორია |






