სხდომის ოქმი #48

საქართველოს პარლამენტის

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის

ოქმი N48

 

25 სექტემბერი, 2013. 14 სთ.   საქართველოს პარლამენტი,სხდომათა დარბაზი N307  

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას  ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქანთარია ალექსანდრე, ჩაფიძე ელისო, საყვარელიძე ფრიდონი, ჯაფარიძე თამაზი, ქავთარაძე გიორგი, პაპუაშვილი ზაზა, ჭკუასელი თეიმურაზი,   აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები.

დღის წესრიგი

 

1.საქართველოს პარლამენტის წევრის თამარ კორძაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(07-3/184, 29.08.13) განხილვა მესამე მოსმენა.

 (საქართველოს პარლამენტის წევრი - თამარ კორძაია)

1.მოისმინეს საქართველოს პარლამენტის წევრის თამარ კორძაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მომხსენებელმა თამარ კორძაიამ წარმოადგინა კანონპროექტი და აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია იმ ნორმების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების შერჩევის და ანგარიშვალდებულების  სფეროში.

    კანონპროექტის  განხილვის დროს კომიტეტის წევრების მიერ  სარედაქციო სახის შენიშნები და წინადადებები არ გამოთქმულა.    

            კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა  8 მომხრე    მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას.

 

სხდომის თავმჯდომარე                                                                                                             ივანე კიღურაძე

 სხდომის მდივანი                                                                                                                             ლალი ლორია