| საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან, ნილს მუჟნიეკთან | | ბეჭდვა | |
| ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი 2013 14:41 |
|
სტრასბურგში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს, ნილს მუჟნიეკს შეხვდა. ნილს მუჟნიეკის განაცხადებით, ისინი ინტერესით აკვირდებიან ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს საქართველოში. შემზარავი ვიდეოების შემდეგ, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს პატიმრების უფლებები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჭიროა შეიქმნას პრევენციული მექანიზმი, რათა მსგავსი აღარ განმეორდეს. შეხვედრაზე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარის, ნილს მუჟნიეკის იანვარში საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრეს. |






