|
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა |
| Print | |
|
Thursday, 03 October 2013 15:18 |
|
თანამდებობის პირთა წრის გაფართოებას ითვალისწინებს კანონპროექტი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა. ამიერიდან „თანამდებობის პირებს“ მიკუთვნებული ცალკეული პირები მოექცევიან კანონის რეგულირების სფეროში და მათზე გავრცელდება ამავე კანონით დადგენილი შეზღუდვები და ვალდებულებები საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების მიზნით, ასევე კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობის გავრცელების თვალსაზრისით, მათ შორის ის ვალდებულებები, რომლებიც უკავშირდება ეკონომიკური ინტერესების გაცხადებას და ამ მიზნით თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებას. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას. ს აპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა მოქალაქეების დავით ოთიაშვილისა და ნინო ბალანჩივაძის ლობისტად რეგისტრაციის საკითხს. ისინი თავიანთ განცხადებებში პარლამენტის წევრის, კობა დავითაშვილის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების ლობისტად დარეგისტრირებას მოითხოვენ. კომიტეტმა ასევე იმსჯელა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მიერ „საარსებო მინიმუმის განსაზღვრის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით შემოტანილი ხელმოწერების ნამდვილობის დამდგენი ჯგუფის შექმნის შესახებ. განიხილეს სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხები.
|
|
Last Updated on Thursday, 03 October 2013 15:26 |