ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთობლივი სხდომა | Print |
Thursday, 03 October 2013 15:34

საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი 2013 წლის 20 ოქტომბერს ხელმოწერილი „საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის ფინანსური ხელშეკრულება „წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II“ განიხილეს დღეს გამართულ სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციისა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებმა.

ხელშეკრულება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსათვის 40 მილიონი ევროს ოდენობით ახალი სესხის გამოყოფას ითვალისწინებს, რომელიც სამეგრელოში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, გურიაში, შიდა ქართლსა და კახეთში წყლისა და სანირების სფეროში ეფექტურობის, მომსახურების, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით ოცდაათი ქვეპროექტის განხორციელებას მოხმარდება. აღნიშნულ ფინანსურ სახსრებს ფინანსთა სამინისტრო შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ გადასცემს იმავე პირობებით, რა პირობებითაც ბანკი (EIB) გამოუყოფს საქართველოს. კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხს.

Last Updated on Thursday, 03 October 2013 15:43