პარლამენტში კენჭისყრის შედეგების ამსახველი ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა | ბეჭდვა |
ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი 2013 18:54

 

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის დეპარტამენტმა, ჟურნალისტებისთვის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, ახალი ვებგვერდის (votes.parliament.ge) პრეზენტაცია გამართა.

ვებგვერდზე განთავსებული კენჭისყრის შედეგების მონაცემთა ბაზა განსაკუთრებით საინტერესო ჟურნალისტებისთვის იქნება. საიტი საშუალებას აძლევს მსურველებს, მესამე, საბოლოო მოსმენის შემდეგ, მიღებული ყველა კანონის კენჭისყრის შედეგების შესახებ მოიძიონ ინფორმაცია. ინფორმაციის მოძიება პარლამენტის ვებგვერდიდანაც (www.parliament.ge) არის შესაძლებელი.

პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ ნერგაძე უძღვებოდა. მან ჟურნალისტებს გვერდის სიახლეები დეტალურად გააცნო. „ვებგვერდზე მოცულობითი ინფორმაციაა იმის შესახებ, თუ რომელმა პარლამენტარმა რომელ კანონს მისცა ხმა და ესწრებოდა თუ არა იგი სხდომას. ეს არის ჟურნალისტებისთვის შექმნილი გვერდი, რომლის მართვაც საკმაოდ მოსახერხებელია და მაქსიმალურად მეტი ინფორმაციის მიღების საშუალებას აძლევს მათ”, - განაცხადა ნიკოლოზ ნერგაძემ.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 04 ოქტომბერი 2013 10:58