ვროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე "ევროპაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების შესახებ“ რეზოლუცია განიხილეს | ბეჭდვა |
ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი 2013 16:18

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით მესამე საშემოდგომო სესიაზე "ევროპაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების შესახებ“ რეზოლუცია განიხილეს. აღნიშნულ განხილვებში მონაწილეობა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა მიიღო. სიტყვით გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ საქართველო მეორეა, კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა რაოდენობის მიხედვით ევროპაში.

მან ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის და დე ფაქტო სეპარატისტული ხელისუფლებების მხრიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა შესახებ ინფორმაციის მოძიების  ნების არარსებობას. ასევე აღნიშნა, რომ უცნობია რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ბედი, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ სამოქალაქო პირები. ირაკლი ჩიქოვანმა მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა აღმოიფხვრას აღნიშნული პრობლემა როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. პარლამენტის წევრმა მადლიერება გამოხატა და დადებითად შეაფასა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობა საქართველოში ამ მიმართულებით.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 04 ოქტომბერი 2013 13:03