დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
პარასკევი, 04 ოქტომბერი 2013 17:20

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჩერქეზული კულტურის ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში, სამომავლო გეგმები და პროექტები ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორმა მერაბ ჩუხუამ წარმოადგინა. 
მერაბ ჩუხუას თქმით: „უდიდესი მნიშვნელობა აქვს კავკასიის ხალხთა თანაარსებობას ერთ სივრცეში. ამ კუთხით შემუშავებული უნდა იქნას სახელმწიფო პოლიტიკა და კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით აქტიური ნაბიჯები უნდა გადაიდგას".
ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორმა, კომიტეტის წევრებს მათ მიერ 2012-2013 წლებში განხორციელებული პროექტების და ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო და ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
კომიტეტის წევრებმა ცენტრთან თანამშრომლობისა და სამომავლო პროექტებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს და ისაუბრეს ქართულ-ჩერქეზული ურთიერთობების მნიშვნელობაზე. სხდომაზე აღინიშნა, რომ ურთიერთობების გასაღრმავებლად სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიები განხორციელდება.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ჩერქეზული კულტურის ცენტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 04 ოქტომბერი 2013 17:24