პარლამენტის ბიუროს სხდომა | Print |
Friday, 04 October 2013 17:25

პლენარულ სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ ბიუროს კიდევ ერთი სხდომა გაიმართა, სადაც პლენარულ სხდომაზე განსახილველი საკითხები განსაზღვრეს.

პარლამენტი დღეს საქართველოს ეროვნული კომისიის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილ (გიორგი ჭოლაძის, თეიმურაზ ღოღობერიძის და დავით თუთბერიძის) კანდიდატურებს განიხილავს.
ბიურომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიმართვაც განიხილა, სადაც
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის დასრულებისა და მის მიერ დასკვნის გამოქვეყნებამდე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი 2012 წლის ანგარიშის განხილვის ვადის გადაწევა ითხოვა.
ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი დღეს კანონპროექტზე „საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“, ინიციატორის, კობა დავითაშვილის თხოვნით, აღარ იმსჯელებს.
ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ალკოჰოლური, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობის დადგენის განმსაზღვრელი ნორმატიული აქტის პროექტის მომზადების მიზნით, 2013 წლის 16 ოქტომბრამდე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება განიხილა.

Last Updated on Friday, 04 October 2013 20:27