| საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა | | Print | |
| Friday, 04 October 2013 15:58 |
|
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მესამე საშემოდგომო სესიაზე სურსათის უსაფრხოების საკითხზე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი თედო ჯაფარიძე. თედო ჯაფარიძემ ყურადღება გაამახვილა შავი ზღვისა და კონკრეტულად, კავკასიის რეგიონის როლზე აგროსექტორში. მან აღნიშნა, რომ ყურადღებაა გასამახვილებელი სოფლის მეურნეობაზე, რადგან ამ რეგიონში მწვავედ დგას უმუშევრობის პრობლემა. სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარება ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ზომის ფირმების განვითარებას, რაც თავის მხრივ გამოიწვევს სამუშაო ადგილების შექმნას. ,,ევროპასთან დაახლოების გზით უნდა შევძლოთ ევროპის ბაზარზე შესვლა. ვილნიუსის სამიტზე ხელი მოეწერება "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას", რომელსაც დიდი მნიშვნელობა ექნება სოფლის მეურნეობის განვითარებასა და სურსათით უზრუნველყოფის საქმეში. უცხოური ინვესტიციების მოზიდვა საკმაოდ რთულია, საჭიროა რეგიონის სოფლის მეურნეობის შესაძლებლობების საფუძლვლიანი შესწავლა. გენმოდიფიცირებულ მარცვლეულის სუფსიდირების პოლიტიკა, ამ საკითხის კვლევა და განვითარება დიდ გავლენას მოახდენს ბიზნესის დაგეგმარებაზე“,-განაცხადა თედო ჯაფარიძემ. საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს სათანადო კონსულტაციები გაეწევა, რათა თავი დაიმკვიდროს ევროპის ბაზარზე და სრულად გამოავლინოს თავისი პოტენციალი. |
| Last Updated on Friday, 04 October 2013 19:01 |






