|
საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია საქართველოში |
| ბეჭდვა | |
|
კვირა, 06 ოქტომბერი 2013 13:38 |
|

ორშაბათს, 7 ოტომბერს, ვილნიუსის სამიტამდე ორი თვით ადრე, საქართველო მასპინძლობს საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას, რომლის მიზანია ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე მსჯელობა.
კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს, ბალტიისპირეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. კონფერენციაზე განსახილველ საკითხთა შორის იქნება: საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონებთან შესაბამისობა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და პარლამენტის როლი ევროკავშირთან დაახლოების საკითხებში. კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)ხელშეწყობით. მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ შემდეგ ღონისძიებებზე დასასწრებად: 10:00 - კონფერენციის გახსნა 17:00 - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და ლიტვის რესპუბლიკის სეიმის სპიკერის,ლორეტა გრაუჟინიენეს ერთობლივი პრესკონფერენცია ორშაბათი, 7 ოქტომბერი 2013, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“(თავისუფლების მოედანი #4, თბილისი) გამომსვლელები: • დავით უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე • ლორეტა გრაუჟინიენე, ლიტვის რესპუბლიკის სეიმის სპიკერი • ნილს სკოტი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში • ფილიპ დიმიტროვი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში • ჰანს ჰორბახი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში
|
|
ბოლოს განახლდა კვირა, 06 ოქტომბერი 2013 14:25 |