| საბჭოს შესახებ |
|
საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო
საბჭოს თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ქალბატონი მანანა კობახიძე. მის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მთავრობის წარმომადგენლები. საბჭო იკრიბება რეგულარულად და გენდერულ ჭრილში იხილავს სხვადასხვა კანონპროექტებს, მათ შორის შრომის კოდექსს, კანონპროექტებს ტრეფიკინგის, ოჯახური ძალადობის, სტატისტიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. საბჭოს წევრები მუდმივად გადიან საქართველოს რეგიონებში, სადაც ხვდებიან ადგილობრივი მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მოსახლეობას. ასევე ყურადღება ეთმობა გენდერულ საკითხებთან დაკავშირებულ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ პრობლემებს. |






