|
პარლამეტი იკრიბება წელიწადში ორჯერ - საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე. საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს. საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს.
პარლამენტის სესია იგეგმება ორკვირიანი ციკლით. იგი შედგება პლენარული და კომიტეტების სხდომებისაგან. პირველი კვირა ეთმობა პლენარულ სხდომებს, ხოლო მეორე კვირა - კომიტეტების მუშაობასა და ადგილებზე ამომრჩევლებთან შეხვედრას.
პარლამენტის სესია იხსნება და დახურულად ცხადდება პლენარულ სხდომაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე იკრიბება მხოლოდ მორიგ სესიებს შორის პერიოდში.
პარლამენტის მორიგი სესია არ საჭიროებს ოფიციალურად მოწვევას. რიგგარეშე სესია მოიწვევა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
|