სხდომის ოქმი N63

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომის

ოქმი:

 

N 63                                          2011 წლის 5 მაისი                 

                                                                  

სხდომას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია.

სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები:

რ. კემულარია, რ. ფიფია – ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ნ. ჯანაშია – ფრაქცია "საქართველოს რეგიონები - მაჟორიტარები", რ. თედორაძე – დამოუკიდებელი დეპუტატი;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ე. გვაზავა;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ა. წოწონავა;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თ. ხუბუა;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები:

ჯ. გამახარია, ვ. კაჭარავა;                                                       

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები:  ე. ასტემიროვა, რ. გახარია, რ. გერგედავა, დ. დარსალია, ჯ. ლეთოდიანი, გ. მაღლაკელიძე, ნ. კვარაცხელია, მ. ომანაძე, ხ. ქარდავა, ზ. მებონია, ვ. თორდია, რ. ცინდელიანი;

გ. ბობოხიძე – აფხაზეთის ა/რ-ის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე;

კ. სალია – აფხაზეთის ა/რ-ის მინისტრი რეგიონალური მართვის საკითხებში;

ზ. ჯალაღონია – აფხაზეთის ა/რ-ის მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში;

ა. ლაცუზბაია – აფხაზეთის ა/რ-ის მთავარი პროკურორი;     

მ. ჩხოტუა – აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის სამასახურის უფროსი;

ვ. სანებლიძე – ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცის ხელმძღვანელის მოადგილე;

თ. ბესტაევი – ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ. ანთაძე – ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ – ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის საგარეო საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტები: ი. არჩუაშვილი,

ა. ბესელია, გ. გვასალია, დ. ლაცუზბაია, ნ. დურმიშიძე, გ. მაისურაძე,

ნ. პაპასკირი, ლ. სულაბერიძე, ი. ქარაია, თ. ჭახრაკია.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ კომისიის წევრები: ბ. ბასიშვილი, პ. დავითაია, კ. ნაყოფია.

დღის წესრიგი:

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის მასალებზე მუშაობის მიმდინარეობის შესახებ

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა და ინფორმაცია ”აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის მასალებზე მუშაობის მიმდინარეობის შესახებ” გააკეთა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ.

მან აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის საკითხი კომისიის სხდომაზე მსგავს ფორმატში მეოთხედ იხილება.

შ. მალაშხიამ ხაზი გაუსვა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში,  უპირატესად, ქართული მოსახლეობის მიმართ 1992-1993 და 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული ეთნიკური წმენდის მასალების მოძიების, სისტემატიზაციის, საერთაშორისო სასამართლოებსა და ორგანიზაციებში წარსადგენად მათი მომზადებისა და მათზე საერთაშორისო რეაგირების მიღწევის უდიდეს მნიშვნელობას. 

კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საერთაშორისო დონეზე საქართველოს ხელისუფლებისა და დროებითი საპარლამენტო კომისიის მიმდინარე საქმიანობაზე, ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურების მნიშნელობაზე. ხაზი გაესვა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში  უპირატესად ქართული მოსახლეობის მიმართ 1992-1993 წლებში განხორციელებული ეთნიკური წმენდის მასალების მოძიების მიმართულებით საქართველოსა და აფხაზეთის პროკურატურის მიერ გაწეული სერიოზული სამუშაოს მიუხედავად, წინა ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნების არ არსებობის გამო, ამ პროცესს შესაბამისი გაგრძელება არ მოჰყოლია. შ. მალაშხიამ აღნიშნა, რომ ამჟამად ხელისუფლება გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რათა აღნიშნული მიმართულებით მოძიებული, სისტემატიზირებული მასალები გადაეგზავნოს რეაგირებისთვის საერთაშორისო ევროპულ სასამართლოებს.

მან აღნიშნა, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობა საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ანექსიასა და აქ განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას ცალსახა შეფასებებს აძლევს. მისი ღრმა რწმენით, საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს დაუჭერს მხარს რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს რეგიონების ”დამოუკიდებელ სახელმწიფოებად” აღიარებას. ამ  ტერიტორიებზე მომხდარი ეთნოწმენდის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის პირდაპირი წახალისება. რაც შეეხება კრემლის უკანონო ქმედებებს (იგულისხმება 2008 წლის სამხედრო აგრესია, ოკუპაცია, ეთნოწმენდა და შემდეგ საქართველოს ამ ტერიტორიების ”დამოუკიდებლობის” ცნობა), ეს ყველაფერი XXI საუკუნეში დაუსჯელი არ დარჩება.

ოკუპირებულ ზონებში ქართული მოსახლეობისადმი განხორციელებული ეთნიკური წმენდის ფაქტების მოძიების პროცესში კომისიისთვის გაწეული დახმარებისთვის კომისიის თავჯდომარემ მადლიერება გამოხატა  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ა/ო დროებითი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელობის მიმართ. მან ხაზი გაუსვა ამ მხრივ საქართველოს ყველა შესაბამისი სტრუქტურის კოორდინირებული მუშაობის გაგრძელების აუცილებლობას.

რეგლამენტის გათვალისწინებით, სხდომის მონაწილეებს წარედგინათ მომზადებული აუდიომასალის მხოლოდ მცირე ნაწილი, რომლებშიც დაფიქსირებულია აფხაზეთში 1992-1993 წლებში  დატრიალებული ტრაგედიის თვითმხილველთა მონათხრობი, თუ როგორ სასტიკად უსწორდებოდნენ  ქართველებს, როგორ მარხავდნენ მათ ცოცხლად, როგორ ხვრეტდნენ და საკუთარ სახლებში წვავდნენ ადამიანებს. განსაკუთრებით შემაზრზენი იყო კომისიის წევრებისა და მოწვეული სტუმრებისთვის თვითმხილველთა ჩანაწერების მოსმენა არასრულწლოვან ბავშვებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის ძმის იძულება საკუთარი დის გაუპატიურებაზე, და უარის თქმის გამო მისი დახვრეტა და მცირეწლოვანი გოგონას გაუპატიურება, მამის თვალწინ 11-12 წლის გოგონების გაუპატურება და ა. შ.

კომისიამ გასაგები მოსაზრებების გამო, თავი შეიკავა ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ეთნოწმენდაზე მოპოვებული ვიზუალური კადრების ჩვენებისაგან.

შ. მალაშხიამ აღნიშნა, რომ მუშაობა ვიდეო–აუდიო ჩაწერებზე კომისიაში კვლავ გაგრძელდება. ხაზი გაესვა, რომ ჩანაწერები არ დარჩება მხოლოდ შიდა მოხმარების საგნად. მასალის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიგზავნება საერთაშორისო სასამართლოებში.  მოპოვებული მასალის ნაწილი კი, შ. მალაშხიას განცხადებით, გამოყენებული იქნება კომისიის ინიციატივით მიმდინარე პროექტში (”ოკუპაცია”). ამ პროექტის ფარგლებში დოკუმენტური ფილმების გადაღება ევროპის 15-მდე ქვეყანაში პრაქტიკულად უკვე დამთავრებულია. აღინიშნა, რომ ”საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” უკვე უჩვენა უკრაინის, ფინეთის, უნგრეთისა და ჩეხოსლოვაკიის მოვლენებისადმი მიძღვნილი 4 დოკუმენტური ფილმი; ითქვა, რომ ხვალ, 6 მაისს ნაჩვენები იქნება მეხუთე, ჩეხოსლოვაკიის 1968 წლის მოვლენებისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი. კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულ დოკუმენტურ ფილმებს აუცილებლად თან დაერთვება კომისიის მიერ გადაღებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში  უპირატესად ქართული მოსახლეობის მიმართ 1992-1993 წლებსა და 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული ეთნიკური წმენდის ამსახველი 15 წუთიანი ვიდეომასალა.        

შ. მალაშხიას განმარტებით, საერთაშორისო თანამეგობრობას აუცილებლად მიეწოდება ეს ფაქტები და მსოფლიოს ღირსების საკითხია, რომ XXI საუკუნეში არავის შერჩეს ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.  

აზრი გამოთქვეს: რ. თედორაძემ, ნ. ჯანაშიამ, ე. გვაზავამ, თ ხუბუამ.

სხდომის შედეგები შეაჯამა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შ. მალაშხიამ.

განხილულ საკითხთან დაკავშირებით სხდომამ გადაწყვიტა:

1.     მიზანშეწონილად ჩაითვალოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის დამადასტურებელი მასალის მოპოვების მიმართულებით მუშაობის გაგრძელება და შესაბამის უწყებათა შორის  კოორდინაციის შემდგომი გაუმჯობესება.

2.     მიზანშეწონილად ჩაითვალოს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომებზე პერიოდულად განხილვა.

კომისიის თავმჯდომარე:                                    შ. მალაშხია

კომისიის მდივანი                                           რ. ფიფია