აგრარულ საკითხთა კომიტეტი » განხილული კანონპროექტები და მომზადებული დასკვნები »
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე: «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე» და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე-კომიტეტის დასკვნა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის

დასკვნა

 

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე: «საქართველოსმთავრობის სტრუქტურისუფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებისშეტანის თაობაზე» და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ა.წ. 1 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ  საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონების პროექტები და შენიშვნების გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიაჩნია მისი გატანა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად.

«ვეტერინარიის შესახებ», «მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა   დაცვის შესახებ» და «სასოფლო _ სამეურნეო კარანტინის შესახებ» საქართველოს კანონებში ცვლილებებთან დაკავშირებით, მხედველობაშია მისაღები, რომ კანონპროექტებით გათვალისწინებული ღონისძიებები საჭიროებენ კომპლექსურ გადაწყვეტას და მიზანშეწონილია აღნიშნულზე უფლებამოსილ ორგანოდ განსაზღვრული იყოს კოლეგიური ორგანო – საქართველოს მთავრობა, როგორც ეს დღეს მოქმედი რედაქციითაა დადგენილი. შესაბამისად კანონპროექტები საჭიროებენ პაკეტიდან ამოღებას.        

«სურსათისა და თამბაქოს შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» Kკანონპროექტიდან მიზანშეწონილია ამოღებულ იქნას მეორე და და მე-3 პუნქტები, რომლებიც ითვალისწინებენ ცვლილებას კანონის მოქმედი რედაქციის მე-8 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში.

კომიტეტის თავმჯდომარის

პირველი მოადგილე                           პაატა ლეჟავა

 

 
modules