აგრარულ საკითხთა კომიტეტი » განხილული კანონპროექტები და მომზადებული დასკვნები »
საქართველოს პარლამენტის წევრის ლ. თორდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ» - კომიტეტის დასკვნა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის

დასკვნა

 

საქართველოს კანონის პროექტზე

«სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ» და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე: «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაშიარსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებისაღიარების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «სახელმწიფოსაკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოსკანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»

კომიტეტმა  განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის ლ. თორდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ» და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» და გააჩნია შემდეგი სახის შენიშვნები:            

1. კანონპროექტის პირველ მუხლში, სადაც განსაზღვრულია კანონის რეგულირების სფერო, განმარტებას მოითხოვს ამ კანონით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რომელი ქონება ექვემდებარება სარგებლობაში გადაცემას და რომელი გასხვისებას;

2. ვინაიდან კანონპროექტი ეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემას, ის ვერ გავრცელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზებაზე, ამიტომ კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის «გ» ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

«გ) «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად პრივატიზებას დაქვემდებარებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე.»;

3. კანონპროექტის მე-4 მუხლით ქონების სარგებლობაში გადაცემისას აუქციონი (კონკურსი) ტარდება «სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. აღნიშნული კანონი კი სახელმწიფო ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის კონკურსის ფორმას არ ითვალისწინებს;

4. კანონპროექტიდან არ ჩანს, რა წესის შესაბამისად განისაზღვრება ქირის ოდენობა ფიზიკურ პირებზე და კერძო სამართლის

ამ შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტი კანონპროექტებს მომზადებულად მიიჩნევს  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე I მოსმენით განხილვისათვის.

კომიტეტის თავმჯდომარე                         არჩილ გეგენავა

შემსრულებელი         ს. უროტაძე

                                     ტელ: 28 13 71

 
modules