|
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტს
აგრარულ საკითხთა კომიტეტის
დასკვნა
კანონის პროექტზე
«ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებისაღიარების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე»
კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის, ლაშა თორდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» და ეთანხმება მის გატანას პარლამენტის სხდომაზე I მოსმენით განსახილველად, ამასთან ერთად გააჩნია შემდეგი სახის შენიშვნა:
მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრების საქმიანობა დარჩეს ანაზღაურებადი, იმ შემთხვევაში, თუ მათი უფლებამოსილება საკრებულოში ხორციელდება უსასყიდლოდ.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გია გოგუაძე
შემსრულებელი ს.უროტაძე ტელ: 281375
|