აგრარულ საკითხთა კომიტეტი » განხილული კანონპროექტები და მომზადებული დასკვნები »
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ «საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონის პროექტზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე – დასკვნა

                                          
 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს



აგრარულ
 საკითხთა კომიტეტის

 დ ა ს კ ვ ნ ა

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ «საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ»საქართველოს კანონის პროექტზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე: «საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ» საქართველოსკანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ» საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებისშეტანის თაობაზე» საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე», «საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ» საქართველოსკანონში დამატებების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე», «შემოსულობების ბიუჯეტებს შორისგანაწილების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ»საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე» და «მომავალი თაობებისადა სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე»

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ა.წ. 3 დეკემბრის სხდომაზე, განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი «საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» და მისგან გამომდინარე კანონპროექტები და მთლიანობაში მხარს უჭერს. 

ამასთან კომიტეტს მიაჩნია, რომ სოფლის მეურნეობისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო დაფინანსება სრულად არ ასახავს დარგის განვითარების  პრიორიტეტულობას, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის სოციალ-ეკონომიკური განვითარება.

1) აგრარული სექტორი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია. იგი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 53%-ს ასაქმებს. მისი ხვედრითი წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში დაახლოებით 10%-ია. მიუხედავად ამისა წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის სტრუქტურაში აგრარული სექტორის დაფინანსება მთელი ხარჯების 1,39%-ს არ აღემატება, თუ შევადარებთ რამოდენიმე ქვეყნის მიერ (უკრაინა, აზერბაიჯანი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ასევე პოლონეთი, უნგრეთი, იხილეთ დანართი N1) აგრარულ სექტორზე გამოყოფილ საბიუჯეტო დაფინანსებას, იგი როგორც პროცენტულ ისე აბსოლუტურ შეფარდებაში გაცილებით ნაკლებია. ხოლო თუ შევადარებთ აგრარული სექტორის ბიუჯეტს უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტების და ასე ვთქვათ "სპეც ღონისძიებების" (ფქვილის, დიზელის და ა.შ. დარიგება) თანხების გარეშე შეფარდება შეადგენს – 2006 წელს 1,23%, 2007 წელს 1.31%, 2008 წელს 0,52%, 2009 წლის შემოთავაზებულით 0,95% (იხილეთ დანართი N1).

აგრარულ სექტორის 2009-2012 წლების ძირითადი  პრიორიტეტებია: სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლება, მცენარეთა დაცვა, ეპიზოოტიის საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებების გატარება.  2) სამთავრობო პროგრამის «სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლების» ფარგლებში გამოყოფილი 22 მლნ 400 ათასი ლარით  შესაძლებელია შეძენილი იქნეს 127 ერთეული  სხვადასხვა სიმძლავრის ტრაქტორი, 14 ერთეული მარცვლის ამღები კომბაინი და 392 ერთეული სხვადასხვა დანიშნულების ს/ს მოწყობილობა.

საქართველოს პრეზიდენტმა ა.წ. 29 ივნისს სოფელ სკრაში  სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრისას სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაავალა უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში 1500 ტრაქტორის შემოყვანა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფინანსთა სამინისტროსთან ერთად აწარმოებს მოლაპარაკებას იაპონიის მხარის წარმომადგენლებთან დამატებით 12 მლნ. ამერიკული დოლარის გამოყოფაზე. აღნიშნული სახსრებით შესაძლებელი იქნება დამატებით შეძენილი იქნეს დაახლოებით 111 ტრაქტორი, 13 კომბაინი, 336 ერთეული სხვადასხვა დანიშნულების ს/ს მოწყობილობა. 111 ერთეული ტრაქტორის დამატებით შეძენით დამუშავებელი ფართობის არეალი გაიზრდება დაახლოებით 27 ათას ჰექტარით, ხოლო 13 მარცვლის ამღები კომბაინის დღიური შესაძლებლობა 7 ათას ჰექტრამდე. თუ ვერ მოხერხდა აღნიშნული დაფინანსების მიღება საჭიროა ბიუჯეტში გამოინახოს დამატებითი ფინანსური რესურსი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად.    

3) კომიტეტს მიაჩნია რომ მიზნობრივი პროგრამა ”მცენარეთა დაცვის” დაფინანსება უნდა გაიზარდოს  2 მილიონი ლარიდან 4 მილიონ 350 ათასი მლნ ლარამდე (როგორ იყო წარმოდგენილი თავდაპირველ ვარიანტში). რაც უზრუნველყოფს გასატარებელი ღონისძიებების მოცულობის გაფართოებას და საშიში მავნებლებით დასენიანებული ფართობების გათვალისწინებული 23 ათასი ჰექტარიდან 45 ათას ჰექტრამდე გაზრდას. განსაკუთრებით საშიში  და საკარანტინო მავნე ორგანიზმებით გამოწვეული მოსავლის დანაკარგები  ყოველწლიურად შეადგენს 25-30%-ს. იმის გამო, რომ ქვეყანაში არ არსებობს თანამედროვე შემასხურებელი ტექნიკა, აღნიშნული ფინანსური რესურსი ძირითადად მოხმარდება სპეციალური უნივერსალური ტექნიკის დამატებით შეძენას, რომელებიცE თავისი ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე უზრუნველყოფენ დროის მცირე მონაკვეთში დიდ ფართობებზე მწვანე ნარგაობების ეფექტურ დამუშავებას, პრეპარატების შემცირებული ხარჯვის ნორმების გამოყენებით.  აღნიშნული პროგრამის დაფინანსების გაზრდის  შემთხვევაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ გატარდება  ღონისძიებები, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს მცენარეთა საშიში დაავადებების გავრცელების არეალს, შემცირდება მოსავლის დანაკარგი. აღნიშნული ღონისძიებებით ჩვენ შევძლებთ მნიშვნელოვანი პრობლემების გარეშე გავუმკლავდეთ მომავალში ამ სფეროში ყველა პრობლემას.    

4) განსაკუთრებულ შემთხვევებში ეპიზოოტიების, მავნე ორგანიზმების გავრცელების კერების მისაღებ დონეზე სალიკვიდაციოდ, სურსათის უსაფრთხოების კუთხით ოპერატიულად რეაგირებისათვის სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურში მიზანშეწონილია შეიქმნას მობილური ჯგუფი.

«წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 ქვეპუნქტის შესაბამისად ვეტპრეპარატების რეგისტრაცია დაევალა ვეტერინარიის სამსახურს. აღნიშნულიდან გამომდინარე შეიქმნა ვეტერინარიული პრეპარატების რეგისტრაციის სამმართველო.

ზემოთ აღნიშნული სამსახურების ფუნქციონირებისათვის საჭიროა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საბიუჯეტო დაფინანსება (სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ნაწილში) გაიზარდოს 150 ათასი ლარით.

პატივისცემით,

კომიტეტის თავმჯდომარე                                არჩილ გეგენავა

შემსრულებელი: ივერი ახალბედაშვილი

                 ტელ:281646

 

მიმაგრებული დოკუმენტები
დანართი N1    31 KB