გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის დებულება

საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2012 წლის

10 დეკემბრის N13/13 გადაწყვეტილებით

 

 

 

საქართველოს პარლამენტის

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის

დებულება

    

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. 

 

1.       საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლის მიზნით პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით ქმნის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს.

2.        საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი (შემდგომში კომიტეტი) თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად

3.        კომიტეტის მიზანია უზრუნველყოს გარემოსდაცვითი საქმიანობის და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების, გარემოსა და მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებათა კოორდინაცია

 მუხლი 2. 

1.        კომიტეტის თავმჯდომარეს კომიტეტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტი ამ რეგლამენტით დადგენილი  წესით.

2 .       კომიტეტის თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი განცხადება წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელიც მას გააცნობს პარლამენტს.

3.        კომიტეტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება განცხადების ბიუროსათვის წარდგენის დღიდან.

მუხლი 3.

1.        კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში.

2 .       კომიტეტის წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს გავიდეს კომიტეტის შემადგენლობიდან. კომიტეტის წევრის უფლებამოსილება წყდება, თუ დაინიშნება მისი უფლებამონაცვლე შესაბამის კომიტეტში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შესაბამის პარლამენტის წევრს შეუწყდება უფლებამოსილება ან აირჩევა, დაინიშნება ან დამტკიცდება კომიტეტის წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე.

3.        კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კომიტეტის თვმჯდომარის მოვალეობის შესრულებას კომიტეტი ავალებს მის მოადგილეს კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

 

მუხლი 4.

1.        კომიტეტი თავის წევრთაგან, საკუთარი უფლებამოსილების ვადით, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის 3 მოადგილეს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) და აცნობებს პარლამენტის ბიუროს.

2        კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვ კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თვმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას, ხოლო ერთი მოადგილისა - უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში.

 

მუხლი 5

1.  კომიტეტის პირველ საორგანიზაციო სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე არჩევიდან 3 დღის ვადაში.

2 . პირველი საორგანიზაციო სხდომა  შეიმუშავებს კომიტეტის დებულებას და ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებს.

3. პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი და კომიტეტის დებულება დასამტკიცებლად წარედგინება პარლამენტის ბიუროს.   

 

თავი II

კომიტეტის უფლებამოსილება

მუხლი 6.

1. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

) შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს;

) მონაწილეობს პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტების განხილვა-დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და კანონპროექტების თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს გადასცემს პარლამენტის შესაბამის ორგანოს და თითოეული შენიშვნის ავტორს;

) საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში განიხილავს მთავრობის წევრთა კანდიდატურებს, ასევე იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს, ნიშნავს, ამტკიცებს და რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი, და დასკვნებს წარუდგენს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს პარლამენტის ბიუროსთვის წარსადგენად;

) განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას;

აკონტროლებს საქართველოს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;

) ახორციელებს კონტროლს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე და, საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;

წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს;

) სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით;

) ახორციელებს პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.

2. კომიტეტი წინასწარი გეგმით დამტკიცებული ან შესაბამისი პეტიციის საფუძველზე შეისწავლის ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს შესაბამის მასალებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს პარლამენტს.

 

მუხლი 7.

 

1.        პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირები და საქართველოს მთავრობის წევრები, კომიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებული არიან, კომიტეტის  მიერ დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები. სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი ცნობების წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2 .       საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზედაც პარლამენტმა თანხმობა მისცა, უფელბამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს კომიტეტის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომიტეტმა.

 

მუხლი 8.

 1.        კომიტეტი განიხილავს თავისი კომპეტენციის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ პირთა თანამდებობაზე არჩევის ან მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხებს. აღნიშნულ  კანდიდატურებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მათ შორის, მათ ბიოგრაფიულ ცნობებს, შრომითი გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის შესახებინფორმაციას, კომიტეტს აწვდის უფლებამოსილი პირი.

2.        მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კომიტეტი შეიმუშავებს დასკვნას საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ პირთა თანამდებობაზე არჩევის ან მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ. დასკვნა მიიღება ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით.

3.        სავალდებულოა კომიტეტის დასკვნა იმ პირთა კანდიდატურების თაობაზე, რომლებსაც ირჩევს და რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი.

4. კომიტეტის დასკვნა წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელიც მას გადასცემს საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს.

 

თავი III

მუხლი 9.

 1. კომიტეტის თავმჯდომარე:

 ) ხელმძღვანელოს კომიტეტის საქმიანობას, იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს;

) წარმოადგენს კომიტეტს პარლამენტში, მის გარეთ და შესაბამის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში;

) ხელს აწერს კომიტეტის გადაწყვეტილებებს, დასკვნებს და მისი სხდომების ოქმებს;

) კომიტეტს ასარჩევად წარუდგენს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურას;

) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს;

) ყოველი წლის შედეგების მიხედვით, საშემოდგომო სესიის დაწყებისას წარუდგენს პარლამენტს საქმიანობის წერილობით ანგარიშს;

) ახორციელებს პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

2. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე:

) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას;

) ასრულებს თავმჯდომარის დავალებით ცალკეულ დავალებას.

3. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:

) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში პარლამენტის რეგლამენტის 41-ე მუხლით დადგენილი წესითა და პირობებით ასრულებს მის მოვალეობას;

) თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ცალკეულ დავალებას.

 

მუხლი 10.

 1. კომიტეტის წევრს უფლება აქვს, თანაბარ საწყისებზე მიიღოს მონაწილეობ კომიტეტის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომიტეტის თანამდებობებზე, მონაწილეობა მიიღოს კომიტეტის სამუშაო ორგანოების საქმიანობაში, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია.

2. კომიტეტის წევრს პარლამენტის რეგლამენტი მოთხოვნების დაუცველობის, შრომის დისციპლინის დარღვევისა და დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრება რეგლამენტით განსაზღვრული პასუხისმგებლობა და ეს ეცნობება შესაბამის ფრაქციას ან პარლამენტს.

 

მუხლი 11.

 პარლამენტისა და კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების მიზნით და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტი ქმნის სამუშაო ჯგუფებს. სამუშაო ჯგუფების საქმიანობას უზრუნველყოფს კომიტეტის აპარატი.

 

მუხლი 12.

1. კომიტეტის სხდომას იწვევს და წარმართავს კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაშიმისი მოადგილე. კომიტეტის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ სასესიო პერიოდში თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ 2 სხდომისა (სესიებს შორის პერიოდში კომიტეტი არ არის ვალდებული, გამართოს სხდომა). კომიტეტის მორიგი სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს. კომიტეტების მორიგი სხდომების გამართვის დრო განისაზღვრება კომიტეტების თავმჯდომარეებს შორის კონსულტაციების შედეგად. კომიტეტი ვალდებულია პარლამენტის ან პარლამენტის ბიუროს დავალებით, პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ ვადაში გამართოს სხდომა და განიხილოს საკითხი.

2. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

3. კომიტეტის წევრი ვალდებულია დაესწრო კომიტეტის სხდომას და მონაწილეობა მიიღო მის მუშაობაში. ამ მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს პარლამენტის რეგლამენტის 286- მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობ დაკისრებას.

4. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ კომიტეტის წევრს დროებით არ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა კომიტეტის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც ფრაქცია წერილობით აცნობებს შესაბამის კომიტეტს. ეს უფლება ფრაქციის თითოეული წევრის მიმართ კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იყოს ერთი სესიის განმავლობაში არა უმეტეს ხუთჯერ. პარლამენტის აპარატის მანდატურის სამსახური აღრიცხავს აღნიშნული უფლების გამოყენების შესახებ ინფორმაციას და აწვდის შესაბამის კომიტეტბსა და ფრაქციებს. კომიტეტის წევრს, რომლის უფლებამონაცვლეც ესწრება კომიტეტის სხდომას, შესაბამისი კომიტეტის სხდომა გაცდენილად არ ეთვლება.

5. კომიტეტის სხდომებ, როგორც წესი, იმართება პლენარული სხდომების კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს, აგრეთვე ამომრჩევლებთან შეხვედრის კვირაში. კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღი (გარდა ამომრჩეველთან შეხვედრების კვირისა) კომიტეტის წევრებს ეცნობება სხდომამდე არაუგვიანეს 1 დღისა. კომიტეტის სხდომაზე განსახილვევლი კანონპროექტი იმავე ვადაში ეგზავნება კომიტეტის წევრებს. კომიტეტის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია სხდომამდე 1 დღით ადრე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. ამომრჩევლებთან შეხვედრების კვირაში კომიტეტის წევრებს კომიტეტის სხდომის მასალები ეგზავნება და მისი დღის წესრიგი და თარიღი ეცნობება სხდომამდე არაუგვიანეს 2 დღისა. კომიტეტის სხდომისა და მისი დღის წესრგის შესახებ ინფორმაცია სხდომამდე 2 დღით ადრე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.

6. კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კომიტეტის სხდომაზე ღია კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

7. კომიტეტის რიგგარეშე სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის ბიუროს, კომიტეტის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის მოთხოვნით. კომიტეტის სხდომის თარიღი კომიტეტის წევრებს ეცნობება სხდომამდე არა უგვიანეს 1 დღისა.

8. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრის (წევრების) მოთხოვნით. დღის წესრიგიდან საკითხის ამოღების ან დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

 9. კომიტეტის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტი ატარებს დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

10. კომიტეტის სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის წევრები და მოწვეული პირები.

11. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საზოგადოებრიობის დაინტერესებული წარმომადგენლები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემა სიტყვით გამოსვლის უფლება.

12. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები. შესაძლებელია მოეწყოს კომიტეტის სხდომის ტელერადიორეპორტაჟი და სხდომის შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს პრესაში.

13. კომიტეტი უფლებამოსილია გამართოს გასვლითი სხდომა.

  

მუხლი 13. 

პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით ან შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს კომიტეტების ერთობლივი სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.

 

მუხლი 14.

1.        საკანონმდებლო ინიციატივის მქონე სუბიექტების მიერ პარლამენტისათვის წარმოდგენილ კანონპროექტს პარლამენტის ბიურო განსახილველად გადასცემს კომიტეტს;

2 .       კომიტეტი კანონპროექტს მიღებიდან არა უადრეს 3 დღისა (გარდა იმ კანონპროექტისა, რომლის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტის ბიურომ) და არაუგვიანეს 3 კვირის განიხილავს კომიტეტის სხდომაზე;

3.        პირველი მოსმენით მიღებიდან 2 კვირის ვადაში კომიტეტი კანონპროექტს განიხილავს კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის მოსამზადებლად, ქვეპუნქტების, პუნქტების, (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით;

4.        პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და მიღების შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა კომიტეტს მესამე მოსმენისათვის მოსამზადებლად;

5.        მეორე მოსმენით მიღებიდან 5 დღის ვადაში კომიტეტი პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით განხილვისას გაზიარებულ შენიშვნებს ასახავს კანონპროექტში და გადასცემს მას პარლამენტის ბიუროს მესამე მოსმენით განხილვისათვის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად.

  

თავი IV

მუხლი 15.

 

1. კომიტეტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება პარლამენტის კომიტეტის აპარატი, რომელიც არის კომიტეტისადმი დაქვემდებარებულ პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულ.  

2. კომიტეტის აპარატი:

) მონაწილეობს კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, კანონპროექტებზე დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში;

) ასრულებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ახორციელებს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას;

) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის აპარატის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

3. კომიტეტის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ერთეულთა რაოდენობას პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

მუხლი 16

 

1. კომიტეტის აპარატის შემადგენლობაში არიან კომიტეტის აპარატის უფროსი და სპეციალისტები (საშტატო განრიგით გათვალისწინებული მოხელეები და მოწვეული სპეციალისტები). 

2. კომიტეტის აპარატის უფროსი:

) კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს, კომიტეტის აპარატის მუშაკებს უნაწილებს ფუნქციებსა და დავალებებს, პასუხისმგებელია კომიტეტის აპარატისათვის დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებისათვის, კოორდინაციას უწევს კომიტეტის აპარატსა და პარლამენტის აპარატის სხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის ურთიერთობებს

) ორგანიზებას უწევს კომიტეტის სხდომების მომზადებას, მიღებული გადაწყვეტილებებისა და სხდომათა ოქმების გაფორმებას;

) უზრუნველყოფს კომიტეტის აპარატის მუშაკთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვას, კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართავს წინადადებით პარლამენტის აპარატის უფროსის წინაშე მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

) ასრულებს კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.  

3. კომიტეტის აპარატის სპეციალისტები:

) მუშაობენ კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ დარგობრივ მიმართულებათა საკითხებზე; მონაწილეობენ კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, ანალიზსსა და განზოგადებიაში, კანონპროექტებზე დასკვნებისა და მოხსენებების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში; ასრულებენ კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის დავალებებს;

) აღნუსხავენ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტების განხილვისას გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებს;

) ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

  

 

 
modules