ახალი ამბები


პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ჟურნალის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას პროფესიული ჟურნალის, „ადვოკატის“ პირველი ნომრის გამოსვლა მიულოცა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა. 

დაწვრილებით...
 
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

უსაფრთხოება, კონფლიქტური რეგიონები და დემოკრატია, ამ თემებზე წარიმართა საუბარი დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოქმედი პრეზიდენტის, ვოლფგანგ გროსრუკისა და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის, ჟოაო სუარეშის შეხვედრაზე. 

დაწვრილებით...
 
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ბრიფინგი

საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობის ერთგვარი ანგარიში წარუდგინა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მასმედიის წარმომადგენლებს დღეს სასტუმრო "თბილისი მარიოტში“ გამართულ ბრიფინგზე.

დაწვრილებით...
 
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შეხვედრები საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებთან

კონფლიქტური ტერიტორიების მდგომარეობა, უსაფრთხოების საკითხები, პარლამენტში ბოლო ხანს განხილული საკანონმდებლო ინიციატივები, საკონსტიტუციო ცვლილებები, პოლიტიკური პროცესები იყო ძირითადი თემა, რომელზეც საუბრობდნენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტის წევრებთან შეხვედრისას.

დაწვრილებით...
 
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე ბალტიის ასამბლეის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე 8-10 მაისს მონაწილეობას მიიღებს ქ. რიგაში დაგეგმილ ბალტიის ასამბლეის საერთაშორისო კონფერენციაში ,,თანამშრომლობის ჩამოყალიბება: ბალტიის პასუხი".

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 1, სულ 181
modules