ახალი ამბები


პარლამენტის ბიუროს სხდომა

პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა, ბიუროს გადაწყვეტილებით, რამდენიმე კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვით შეუდგება მუშაობას.

დაწვრილებით...
 
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

საქართველოში მედია მდგომარეობის გაუმჯობესებას, რეგულაციებს მედია პლურალიზმის სამართლებრივი საფუძვლების გამყარებისთვის, მედიის პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლებას და საზოგადოებრივი მაუწყებლისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელერადიო დეპარტამენტის რეფორმირებას ითვალისწინებს კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე“, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა, ელისო ჩაფიძემ პირველი მოსმენით განსახილველად გამოიტანა. კანონპროექტი ელისო ჩაფიძისა და მურმან დუმბაძის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.

დაწვრილებით...
 
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტის განიხილეს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ და „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ კანონებში შესატანი ცვლილებების პროექტების წინასწარი განხილვა შედგა აღნიშნული სფეროს ექსპერტებთან და შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად. კანონპროექტები ავტორმა, საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა წარმოადგინა. 

დაწვრილებით...
 
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველ კანონპროექტებსა და სარატიფიკაციო დოკუმენტზე იმსჯელეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე.

დაწვრილებით...
 
საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან, გურამ ოდიშარიასთან

umciresoba - ministri 2კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია საპარლამენტო უმცირესობის წინაშე მოხსენებით წარსდგა და მუშაობის შედეგები შეაჯამა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მინისტრი არ იწყებს მისი წინამორბედის კრიტიკას და ცდილობს გააგრძელოს ის ტრადიცია და რეფორმები, რაც წინა ხელისუფლების პირობებში დაიწყო.

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 5, სულ 181
modules