ახალი ამბები


პარლამენტის პლენარული სხდომა

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, „ოკუპირებულული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილებოდა, თუმცა კენჭისყრაზე არ დამდგარა, რადგან ოპოზიციის მხრიდან მწვავე დისკუსია გამოიწვია და მისი განხილვის პროცედურა არ დასრულებულა. სხდომის თავმჯდომარის, მანანა კობახიძის განცხადებით, კანონპროექტის განხილვა 15 მაისის პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.

დაწვრილებით...
 
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივით, ქუთაისობის აღსანიშნავად კოალიციამ „ქართული ოცნება“ ღონისძიება გამართა

ტრადიციულად, ქუთაისში, დღევანდელ დღეს, ორმაისობა - ქუთაისქალაქობა აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა.

დაწვრილებით...
 
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილეს პარლამენტის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვითაც ნასამართლობის მოხსნაზე უარის თქმის შემთხვევაში მსჯავრდებულ პირს, დღეს მოქმედი 6 თვის ნაცვლად, უფლება ეძლევა ხელმეორედ მიმართოს სასამართლოს ნასამართლობის მოხსნის მოთხოვნით 3 თვის შემდეგ.

დაწვრილებით...
 
საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის სხდომის ოფიციალური გახსნა

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში 2013 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა. ახალგაზრდა სტუმრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. 

დაწვრილებით...
 
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის შეხვედრა UNDP-ის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილეს, ინიტა პაულოვიცას და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ დირექტორს, ნინო მახაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს პრობლემები და მიმდინარე რეფორმის პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და ჩართულობა.

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 2, სულ 181
modules