ახალი ამბები


პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის ვეტოს შესახებ

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ამჯერადაც მზადაა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის ვეტო სასამართლოების შესახებ კანონპროექტებზე მოსალოდნელი იყო, ვინაიდან პრეზიდენტმა ამის შესახებ ჯერ კიდევ კანონპროექტების განხილვისას განაცხადა.

დაწვრილებით...
 
საქართველოს პრემიერ- მინისტრი და იუსიტიციის მინისტრი საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად ევროპის საბჭოში შეხვედრებს მართავენ

საქართველოს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი  და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დეპუტატებთან, თედო ჯაფარიძესთან, თინათინ ხიდაშელთან და ეკა ბესელიასთან ერთად ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, ნილს მუჟნიეკს შეხვდნენ.

დაწვრილებით...
 
შეხვედრა საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან, ვოიცეკ სავიცკისთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ევროპის საბჭოში საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან თედო ჯაფარიძესთან და თინათინ ხიდაშელთან ერთად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ვოიცეკ სავიცკის და მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დაწვრილებით...
 
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობაში მონაწილეობს

სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ლატვიის პარლამენტის ვიცე სპიკერსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ლატვიის დელეგაციის ხელმძღვანელს, ინესა ლიბენე-ეგნერეს შეხვდნენ.

დაწვრილებით...
 
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიგლა აგულაშვილის სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

შეხვედრაზე, რომელიც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის სამოქალაქო საზოგადოების აგრარული პოლიტიკისა და სოფლის განვითარების ქვეჯგუფის წევრებთან გამართა, "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ კანონპროექტის დეტალური განხილვა შედგა. 

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 11, სულ 181
modules