|
|
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა |
|
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი, რომელიც ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერებს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედებას, საბოლოო გადაწყვეტილება მან სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა მიიღოს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქმის განმხილველი სასამართლოს დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე აღნიშნული ვადის არა უმეტეს 15 კალენდარული დღით გაგრძელების უფლება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ენიჭება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილება ძალას კარგავს ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.
|
|
დაწვრილებით...
|
|
|
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა |
|
დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიში მოისმინეს. სხდომაზე კომიტეტის შემადგენლობიდან ნაციონალური მოძრაობის 4 წევრი არ ესწრებოდა, რომლებმაც 19 აპრილს დაგეგმილი აქციის გამო საპარლამენტო საქმიანობაზე ორი დღით უარი განაცხადეს. „ჩვენ გვსურდა სახალხო დამცველის ანგარიში ღია სხდომაზე ოპოზიციასთან ერთად განგვეხილა. დღეს სახალხო დამცველის ანგარიშის ნაწილს მოვისმენთ, ხოლო მეორე ნაწილზე თვის ბოლოს, შემაჯამებელ სხდომაზე, უმცირესობასთან ერთად ვიმსჯელებთ“,- განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.
|
|
დაწვრილებით...
|
|
“ევროპაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს დიდი ინტერესით ელიან”, - აცხადებს თედო ჯაფარიძე |
|
“ევროპაში დიდია ინტერესი საქართველოსადმი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი. უაღრესად დიდ ინტერესს იწვევს უშუალოდ პრემიერ-მინისტრის პიროვნება, მისი პოლიტიკური შეხედულებები, სწორედ ამიტომ მომავალ კვირას მოუთმენლად ელიან ევროპის საბჭოში მის პირველ გამოსვლას და არა მხოლოდ იქ, ასევე დიდი ინტერესია ევროპარლამენტში, კერძოდ, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მხრიდან.”-აცხადებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, რომელმაც ევროპარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად 4 დღიანი სამუშაო ვიზიტი დაასრულა.
|
|
დაწვრილებით...
|
|
|
“ევროპის სახალხო პარტია საქართველოს მეგობარია” , - აცხადებს ვიქტორ დოლიძე |
|
სტრასბურგში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძჲსა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის 4 დღიანი სამუშაო ვიზიტი დასრულდა.
|
|
დაწვრილებით...
|
|
დავით უსუფაშვილი პრაღაში, რადიო თავისუფლებას ეწვია |
|
დავით უსუფაშვილი პრაღაში, რადიო თავისუფლებას ეწვია და სხვადასხვა რედაქციის თანამშრომლებს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხანმოკლე შეხვედრის მიუხედავად, მათთვის საინტერესო ბევრ კითხვას უპასუხა.
|
|
დაწვრილებით...
|
|
|
|
|
<< თავი < წინა 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 შემდეგ > ბოლო >>
|
|
გვერდი 15, სულ 181 |