ახალი ამბები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი 2013 21:49

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „პოლიციის შესახებ“. კანონპროექტი განსაზღვრავს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, პოლიციურ ღონისძიებებს და უფლებამოსილების განხორციელების სამართლებრივი ფორმებს, პოლიციაში სამსხურის გავლის წესს, სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 04 ოქტომბერი 2013 10:42
დაწვრილებით...
 
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტსა და ბაღდათის რაიონის სოფელ დიმის საჯარო სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა | ბეჭდვა |
ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი 2013 18:57

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტსა და ბაღდათის რაიონის სოფელ დიმის საჯარო სკოლას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, კომიტეტი აღნიშნული სკოლის მოსწავლეებთან ერთად გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ პროექტებს განახორციელებს, რაც გამწვანების აქციებს, ეკოლოგიური გარემოს დაცვა-შენარჩუნებას და მწვანე ნარგავების მოვლას ითვალისწინებს.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი 2013 19:00
დაწვრილებით...
 
პარლამენტში კენჭისყრის შედეგების ამსახველი ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა | ბეჭდვა |
ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი 2013 18:54

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციის დეპარტამენტმა, ჟურნალისტებისთვის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, ახალი ვებგვერდის (votes.parliament.ge) რეზენტაცია გამართა.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 04 ოქტომბერი 2013 10:58
დაწვრილებით...
 
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი 2013 16:36

ფსიქიკური პრობლემების მქონე მსჯავრდებულებისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების შემაფერხებელი ბარიერების აღმოფხვრის მიზნით, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. ამის შესახებ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.

დაწვრილებით...
 
ვროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე "ევროპაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების შესახებ“ რეზოლუცია განიხილეს | ბეჭდვა |
ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი 2013 16:18

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით მესამე საშემოდგომო სესიაზე "ევროპაში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების შესახებ“ რეზოლუცია განიხილეს. აღნიშნულ განხილვებში მონაწილეობა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა მიიღო. სიტყვით გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ საქართველო მეორეა, კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა რაოდენობის მიხედვით ევროპაში.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 04 ოქტომბერი 2013 13:03
დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 3, სულ 296