|
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
პარასკევი, 27 სექტემბერი 2013 11:57 |
|
პარლამენტის წევრისმიერ კითხვით მიმართვის შემთხვევაში თანამდებობის პირი ან თითოეული ორგანო ვალდებულია წერილობითი პასუხი წარუდგინოს მას 15 დღის ვადაში. ეს ცვლილება შედის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ და ის შესაბამისობაში მოდის „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ კანონთან. კანონპროექტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს მესამე მოსმენით განიხილა. ცვლილება გამოჭვეულია საკონსტიტუციო კანონში განხორციელებული ცვლილებით, რომელიც ძალა უნდა შევიდეს 20013 წლის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
|
|
დაწვრილებით...
|
|
|
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2013 21:04 |
|
"საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები, I მოსმენით განიხილეს დღეს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.
|
|
ბოლოს განახლდა პარასკევი, 27 სექტემბერი 2013 10:11 |
|
დაწვრილებით...
|
|
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2013 20:36 |
|
"ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილეს დღეს, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე.
|
|
ბოლოს განახლდა პარასკევი, 27 სექტემბერი 2013 10:09 |
|
დაწვრილებით...
|
|
ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2013 20:31 |
|
სამართლებრივი აქტების აღსრულების პროცესის სრულყოფისა და მსჯავრდებულთა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების დაზუსტების მიზნით, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები შედის. ამის შესახებ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.
|
|
ბოლოს განახლდა პარასკევი, 27 სექტემბერი 2013 10:12 |
|
დაწვრილებით...
|
|
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2013 20:10 |
|
"საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები შედის. კანონის მოქმედი რედაქციით, სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პროექტის თანახმად, რომელიც დღეს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე I მოსმენით განიხილეს, ხდება სანქციების გამკაცრება და იგი 500 ლარის ნაცვლად 5000 ლარით განისაზღვრება.
|
|
ბოლოს განახლდა პარასკევი, 27 სექტემბერი 2013 10:13 |
|
დაწვრილებით...
|
|
|
|
|
<< თავი < წინა 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 შემდეგ > ბოლო >>
|
|
გვერდი 11, სულ 296 |