ახალი ამბები
პარლამენტის პლენარული სხდომა
პარასკევი, 19 აპრილი 2013 17:30

DSC 1485 2პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომის მუშაობაში მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები მონაწილეობენ. საპარლამენტო უმცირესობა პლენარულ სხდომას არ ესწრებოდა იმ მოტივით, რომ დღეს თბილისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქცია იმართება და ისინიც უერთდებიან მას. როგორც პლენარული სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მანანა კობახიძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმცირესობამ განცხადება იმის შესახებ, რომ დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრებოდნენ, ჯერ კიდევ ორი დღის წინ გააკეთა. 

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 22 აპრილი 2013 20:13
დაწვრილებით...
 
პარლამენტის ბიუროს სხდომა
პარასკევი, 19 აპრილი 2013 17:11

DSC 0193 ბიუროს სხდომაზე დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრა. ბიუროს წევრების გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე „საქართველოს შრომის კოდექსს“ პირველი მოსმენით განიხილავენ, ხოლო კენჭისყრა დღის წესრიგით გათვალისწინებული განსახილველი  საკითხების ამოწურვის შემდეგ გაიმართება.  ბიუროს შემდეგი სხდომა ორშაბათს, 22 აპრილს 15 საათზე დაიგეგმა. 

ბოლოს განახლდა პარასკევი, 19 აპრილი 2013 17:40
დაწვრილებით...
 
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა
პარასკევი, 19 აპრილი 2013 14:50

საპარლამენტო კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 19 აპრილი 2013 16:57
დაწვრილებით...
 
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
პარასკევი, 19 აპრილი 2013 14:29

iuridiuli1იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა პარლამენტის წევრის ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო ინიციატივა ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც კომიტეტს ინიციატორმა წარუდგინა. მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტს ცვლილებები არ განუცდია, სარედაქციო შენიშვნები არ გამოთქმულა და შესაბამისად კომიტეტმა მხარი დაუჭირა დოკუმენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 19 აპრილი 2013 17:07
დაწვრილებით...
 
პარლამენტის ბიუროს სხდომა
პარასკევი, 19 აპრილი 2013 12:33

პარლამენტის ბიურომ დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგი განიხილა და დაამტკიცა. განსახილველ საკითხთა ნუსხიდან ამოღებული იქნა კანონპროექტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პროექტის განხილვა მომდევნო სასესიო კვირისთვის გადაიდო.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 19 აპრილი 2013 17:08
დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 13, სულ 181
modules