ახალი ამბები
დავით უსუფაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჩეხეთში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს და ქართველ სტუდენტებს შეხვდა
ხუთშაბათი, 18 აპრილი 2013 10:57

studentebtan shexvedra 2საელჩოს შენობაში პარლამენტის თავმჯდომარე ქართველ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც ჩეხეთის სხვადასხვა უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები არიან. დავით უსუფაშვილმა თითოეულ მათგანს მოუსმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 18 აპრილი 2013 12:09
დაწვრილებით...
 
დავით უსუფაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს
ხუთშაბათი, 18 აპრილი 2013 10:33

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით ინტენსიურ შეხვედრებს მართავს ჩეხეთის რესპუბლიკის როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მორიგი შეხვედრა ამჯერად ნატოს საპარლამენტო ასამბლეასა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჩეხეთის მუდმივი დელეგაციის წარმომადგენლებთან, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში გამართა, რომელიც კოლოვრატის სასახლეშია განთავსებული.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 18 აპრილი 2013 12:05
დაწვრილებით...
 
დავით უსუფაშვილის შეხვედრა ჩეხეთის დეპუტატთა პალატის სამოქალაქო-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელთან, მარეკ ბენდასთან
ხუთშაბათი, 18 აპრილი 2013 10:09

საპარლამენტო დელეგაციის წევრები დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის დეპუტატთა პალატის სამოქალაქო-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელს, მარეკ ბენდას შეხვდა.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 18 აპრილი 2013 11:54
დაწვრილებით...
 
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა
ოთხშაბათი, 17 აპრილი 2013 20:59

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფარული ხარჯებიდან წლების განმავლობაში ფინანსდებოდა პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების საზღვარგარეთული ვოიაჟები და ძვირფასი საჩუქრები, ამის შესახებ განცხადება დღეს პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა, ირინე იმერლიშვილმა გააკეთა. მან ნათქვამის დამადასტურებელი სქელტანიანი დოკუმენტები წარმოადგინა.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 17 აპრილი 2013 21:21
დაწვრილებით...
 
ვიქტორ დოლიძე ევრონესტის ბიუროს სხდომას დაესწრო
ოთხშაბათი, 17 აპრილი 2013 19:50

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე ევრონესტის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში ბიუროს სხდომას დაესწრო. ბიუროს მსვლელობისას ევროპელი პარტნიორების მხრიდან წამოიჭრა იდეა, რომ 28-29 მაისის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას დაესწრონ აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა, ვიქტორ დოლიძემ აღნიშნულ იდეას მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული პლატფორმების წარმომადგენლების მონაწილეობით.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 17 აპრილი 2013 19:58
დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 16, სულ 181
modules