|
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა |
|
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტით კონსტიტუციის იმ ნორმის ამოღება ხდება, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობის მიერ ინცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის დასმის საკითხს და ასევე კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საქართველოს პარლამენტის ორ თანმიმდევრულ სესიაზე მიღების საკითხს. ცვლილებების თანახმად, პარლამენტის მიერ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის მიუღებლობა ჩაითვლება უნდობლობის გამოცხადებად. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის 82 წევრის ინიციატივაა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომლითაც მძიმდება იურიდიული პასუხისმგებლობის ზომა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებისათვის. ცვლილებები ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. ასევე მესამე მოსმენისთვის იქნა განხილული კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლითაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა დგინდება საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სამნიშნა ნომრის - „112“-ის არამიზნობრივი გამოყენებისათვის. აღნიშნული ცვლილებებიც გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს ამოქმედდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.
|
|
დაწვრილებით...
|
|
|
|
|