• 1
    The Parliament of Georgia
  • 2
    The Parliament of Georgia
  • 3
    The Parliament of Georgia

Latest News News Archive +

Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ჟურნალის პრეზენტაციას დაესწრო პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ჟურნალის პრეზენტაციას დაესწრო Wednesday, 08 May 2013 20:58 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას პროფესიული ... Read more
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა Wednesday, 08 May 2013 20:34 უსაფრთხოება, კონფლიქტური რეგიონები და დემოკრატია, ამ თემებზე წარიმართა საუბარი დღეს, საქართველოს პარ... Read more
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ბრიფინგი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ბრიფინგი Wednesday, 08 May 2013 16:36 საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობის ერთგვარი ანგარიში წარუდგინა პარლამენტის თავმჯდომარ... Read more
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შეხვედრები საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებთან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შეხვედრები საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებთან Tuesday, 07 May 2013 21:12 კონფლიქტური ტერიტორიების მდგომარეობა, უსაფრთხოების საკითხები, პარლამენტში ბოლო ხანს განხილული საკანო... Read more
 The Vice Speaker of the Parliament, Zurab Abashidze to take part in the International Conference of Baltic Assembly The Vice Speaker of the Parliament, Zurab Abashidze to take part in the International Conference of Baltic Assembly Tuesday, 07 May 2013 12:04 The Vice Speaker of the Parliament, the Chair of the GUAM PA, Zurab Abashidze takes part in the Inte... Read more
The plenary session of the Parliament The plenary session of the Parliament Thursday, 02 May 2013 21:53 The Parliament considered with the first reading the draft on change to the Law “On Occupied Territo... Read more
With the initiative of “Georgian Dream – Democratic Georgia”, the Coalition “Georgian Dream” held the events dedicated to Kutaisi Day With the initiative of “Georgian Dream – Democratic Georgia”, the Coalition “Georgian Dream” held the events dedicated to Kutaisi Day Thursday, 02 May 2013 19:27 Traditionally, today is the Kutaisi Day, celebrated in Kutaisi. Various events have been held. Read more
 The sitting of the Committee on Legal Issues The sitting of the Committee on Legal Issues Thursday, 02 May 2013 19:14 The Committee considered the initiative by Irakli Chikovani on change to the Criminal Code of Practi... Read more
 The official opening of the Youth Parliament session The official opening of the Youth Parliament session Thursday, 02 May 2013 18:09 The first session of the Youth Parliament was held. The Speaker, David Usupashvili and majority and ... Read more

Contact Your MPView Larger Map+

banner-left-1  banner-left-2  banner-left-3  banner-left-4

საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციების მიმართვა კონსტიტუციური ცვლილებების თაობაზე


 

4 თებერვალი, 2013

 

ისტორიის ჩარხს უკან ვერავინ დააბრუნებს - თუნდაც უპრეცედენტო კონსტიტუციური უფლებებით აღჭურვილი მიხეილ სააკაშვილი. თუმცა, ქვეყნის წინსვლის ხანმოკლე შეფერხება ბევრ მოვლენას შეუძლია - მათ შორის, პოლიტიკური პერსპექტივის გარეშე დარჩენილი მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მორიგ უპასუხისმგებლო ნაბიჯს.

კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ამგვარი შეფერხების საფრთხე ააცილა ქვეყანას, როდესაც ყველასთვის ნათელი გახადა, თუ რა ცდუნებას იყო აყოლილი მიხეილ სააკაშვილი და როგორ ამზადებდა ნიადაგს (განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ) მორიგი ავანტიურისათვის - მე, ისეთი სუპერდემოკრატი პრეზიდენტი ვარ, რომ არჩევნებში დამარცხებაც კი ვაღიარე, მაგრამ დიქტატორ ივანიშვილს კატასტროფისკენ მიჰყავს ქვეყანა და ამიტომ იძულებული ვარ, შევასრულო კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება და ხელისუფლებას ჩამოვაცილო მისი მთავრობაო.

ამგვარი ნაბიჯის ცდუნებას მას უქმნიდა 2004 წლის კონსტიტუციური ცვლილებებით შექმნილი მექანიზმი, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელი გახდა ხალხისა და პარლამენტის ნდობის მქონე მთავრობის გარეკვა და მხოლოდ მისი ნება-სურვილის შემსრულებელი მთავრობის დანიშვნა.

ამ საკითხზე ვენეციის კომისიის დასკვნა იმთავითვე ცალსახად უარყოფითი იყო. დასკვნაში ნათქვამია: „ამ შემოთავაზების გაზიარება რთულია. ამგვარ მთავრობას [პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნულს] არ ექნება ლეგიტიმურობა. როდესაც პარლამენტი სამჯერ უარყოფს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ მთავრობას, პრეზიდენტს არ უნდა შეეძლოს ისეთი პრემიერის დანიშვნა, რომელიც პარლამენტს არ აურჩევია. მას უნდა შეეძლოს პარლამენტის დათხოვნა და მოქმედი პრემიერ-მინისტრისთვის მოვალეობების შესრულების დაკისრება არჩევნების დასრულებამდე“ (ვენეციის კომისიის დასკვნა #281/2004. მარტი, 2004).

მიუხედავად ამისა, კონსტიტუციის ეს ჩანაწერი 9 წლის განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩა დემოკრატიულ სამყაროს, ვინაიდან სააკაშვილი ახერხებდა ყველასთვის თვალში ნაცრის შეყრას. მხოლოდ პარლამენტში ინიცირებულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა გახადა ყველასთვის ნათელი, თუ რასთან და ვისთან გვაქვს საქმე. ყველასთვის ცხადი გახდა ისიც, თუ როგორ ფარისევლობდა სააკაშვილი დამარცხებასთან შეგუების თემაზე და რას ემსახურებოდა მისი პიარკამპანია უცხოეთში.

საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები გაოცებით კითხულობენ, ნუთუ მართლა წერია საქართველოს კონსტიტუციაში, რომ პრეზიდენტს ხალხის და პარლამენტის უკითხავად შეუძლია შექმნას მთავრობა და მას ამართინოს ქვეყანაო... ამგვარი ჩანაწერი, ასე კონსტიტუციურად გამყარებული დიქტატურა ხომ დემოკრატიულობის პრეტენზიის მქონე მსოფლიოს არც ერთ სახელმწიფოში არ არსებობს!  

სწორედ ეს მიუთითა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ 2013 წლის 31 იანვარს თბილისში ყოფნისას: „არის რიგი მნიშვნელოვანი და გადაუდებელი ცვლილებები, რომლებიც სასწრაფოდ უნდა იქნეს მიღებული და მესმის, რომ ეს უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ პარლამენტმა და მთავრობამ სტაბილურად იმუშაოს. აუცილებლია, შეიცვალოს კონსტიტუცია, რათა სახელმწიფოს მეთაურის ძალაუფლების ლიმიტირება მოხდეს, რომელიც მას უფლებას აძლევს, რომ მთავრობა დაითხოვოს და პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი მთავრობა აირჩიოს“ (pirweli.com.ge 17:40 31.01.2013).

ამდენად, თავად კონსტიტუციური ცვლილებების ინიცირების ფაქტიც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ სააკაშვილის გეგმა ჩაშლილიყო - ახლა არც მისი „კოჰაბიტაციური“ სურვილების ჭეშმარიტების სჯერა ვინმეს და აღარც მისი კონსტიტუციური მექანიზმების. შესაბამისად, იგი დღესვე, სანამ კონსტიტუციაში ჯერ კიდევ არსებობს ეს ჩანაწერი, უკვე უძლურია გამოიყენოს ეს იარაღი. ამ იარაღით მას მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური თვითმკვლელობა შეუძლია.

ნაციონალური მოძრაობა, ცხადია, თავისუფალია არჩევანში. მათ შეუძლიათ მხარი დაუჭირონ ამ ცვლილებებს და ამით არა მარტო წარსულის სიმახინჯეზე თქვან უარი, არამედ პოლიტიკური მომავლისთვისაც გადადგან სწორი ნაბიჯი; ან, მათ შეუძლიათ უარი თქვან ცვლილებების მხარდაჭერაზე და ამით მთელი მსოფლიოს გასაგონად გააცხადონ თავიანთი ჭეშმარიტი პოლიტიკური ზრახვები და მომავლის ხედვა.

ცვლილებების განხილვის პროცესში უმცირესობის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან დაისვა საკითხი პარლამენტის დათხოვნის 6-თვიანი შეზღუდვების მოხსნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ჩვენი წინადადება მიზნად ისახავდა ჩვენს პოლიტიკურ მზაობას, ნებისმიერ დროს მიგვეცა ხალხისთვის არჩევანის საშუალება. მაგრამ, თუ ნაციონალური მოძრაობის თვალთახედვიდან ეს ნოვაცია რაიმე საფრთხეს შეიცავს, თანახმა ვართ, ვიმსჯელოთ და გავიზიაროთ მათი წინადადება, თუ იგი მკაფიოდ და საჯაროდ იქნება გამოთქმული.

კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიციები უნდა გამოკვეთონ არა მარტო პოლიტიკურმა გუნდებმა, არამედ თითოეულმა პარლამენტარმა და პოლიტიკოსმა. არ გამოვრიცხავთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ცალკეულმა წევრებმა ჩათვალონ, რომ ეს ის თემა და საკითხია, რომელზეც ისინი ინდივიდუალურად არიან პასუხისმგებელი ხალხის წინაშე და მხარი დაუჭირონ ხალხისთვის ძალაუფლების დაბრუნებას მიუხედავად იმისა, თუ რა იქნება მიხეილ სააკაშვილის პოზიცია. არჩევანი მათზეა!

იმ შემთხვევაშიც კი, თუ სააკაშვილმა სწორი ნაბიჯის გადადგმის საშუალება არ მისცა არც მის გუნდს და არც მის ცალკეულ წარმომადგენლებს და კონსტიტუციურმა ცვლილებებმა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო, კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მიზანი მაინც მიღწეული იქნება. ამ შემთხვევაში დემოკრატიული სამყარო საბოლოოდ დარწმუნდება, რომ მიხეილ სააკაშვილის სახით ჩვენ საქმე გვაქვს ძალაუფლებაზე შეყვარებულ თავგზააბნეულ დიქტატორთან, ხოლო ნაციონალური მოძრაობის სახით - საკუთარი პოლიტიკური თვითგანადგურების გზაზე მდგარ, ერთი კაცის ახირებებს აყოლილ, თავისუფლებაწართმეულ ადამიანებთან, რომელთა სიტყვას ჩალის ფასი უნდა დაედოს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც.

რა უნდა უთხრან ამ ცვლილებებისთვის ხმის არმიმცემებმა ქართველ ხალხს? - მართალია, კონსტიტუციის ეს ჩანაწერი ჯერ კიდევ 2004 წელს დაგმო ვენეციის კომისიამ, მართალია 2010 წლის ჩვენს მიერვე შეტანილი ცვლილებებით იგი 10 თვის შემდეგ გაუქმდება, მართალია ამ 10 თვის განმავლობაში პრეზიდენტი მაინც არ აპირებს ამ უფლებამოსილებით სარგებლობას, მართალია ცოტა ხნის წინ ჩვენვე დავუჭირეთ მხარი ამ ცვლილებების განხილვას, მაგრამ მიშას ეწყინება კონსტიტუციური დიქტატორის რეგალიის ჩამორთმევა და ამიტომ ხმას ვერ მივცემთ ამ ცვლილებასო... სიმბოლურია, რომ აქ საუბარია სწორედ პრეზიდენტობის ვადის იმ 10 თვეზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ისედაც მითვისებული აქვს კონსტიტუციური მანიპულაციებისა (2006 წლის ცვლილებები) და თვალთმაქცობის (2007 წელს პრეზიდენტობიდან გადადგომის განცხადების დაგვიანებით გაფორმება) გზით. ამრიგად, სრულიად ნათელია - ვინც თავს აარიდებს შემოთავაზებული ცვლილებისთვის ხმის მიცემას, იგი აკეთებს არჩევანს ერთი კაცის ახირების სასარგებლოდ და ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ, ანუ აცხადებს, რომ „სახელმწიფო, ეს სააკაშვილია“. ჩვენ კი ვაცხადებთ, რომ „სახელმწიფო, ეს ქართველი ხალხია“.

ამიტომ, დღეიდან საჯარო საპარლამენტო და სატელევიზიო დებატებში ვიწვევთ პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის თითოეულ წარმომადგენელს თემაზე - „სააკაშვილი თუ საქართველო, დიქტატურა თუ ხალხის მმართველობა“. წლების განმავლობაში სააკაშვილის ზურგს უკან მიმალულ ადამიანებს, რომლებიც პერსონალურად არასოდეს არაფერზე აგებდნენ პასუხს, მოუწევთ საკუთარი აზრის მკაფიოდ დაფიქსირება კონკრეტულ საკითხზე - უნდა ჩამოერთვას თუ არა პრეზიდენტს ხალხის და პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის უფლება. ამ საკითხზე არჩევანის გაკეთებისას ვერავინ ვერავის ზურგს ვერ ამოეფარება და ვერც დემაგოგიური ხრიკებით შეძლებს სხვა თემებით მის გადაფარვას. პარლამენტის წევრებმა, რომლებიც თავს იწონებენ ხალხის რჩეულის სტატუსით, თვალი უნდა გაუსწორონ საზოგადოებას და საკუთარ შვილებს (და არა ჩვენ ან ბიძინა ივანიშვილს) და განაცხადონ - „კი“ თუ „არა“. ეს არ არის მორიგი პოლიტიკური საკითხი, რომელზეც მსოფმხედველობიდან გამომდინარე შეიძლება ორი მეტ-ნაკლებად სწორი პასუხი არსებობდეს, ეს არის ფუნდამენტური საკითხი იმის გასარკვევად, თუ სინამდვილეში რას ემსახურება თითოეული ჩვენგანი - ხალხს თუ დიქტატორს. შესაბამისად, ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი დამოკიდებულება თითოეული მათგანისადმი - ვინც იტყვის „კი“, მასთან ჩვენ ვხედავთ თანამშრომლობის თუ ოპონირების აზრს და შესაძლებლობას სხვა საკითხებზეც; ვინც იტყვის „არა“, მის მოსმენაზე და მასთან დებატებზე ჩვენ დროს ვერ დავკარგავთ ვერც ნებისმიერ სხვა საკითხზე. 

 

დ. საგანელიძე - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი

ზ. ქუცნაშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება“

დ. ბერძენიშვილი - ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელები“

ი. ჩიქოვანი - ფრაქცია „ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატები“

გ. ბუკია  - ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორები“

 

modules