Announcements
|
Friday, 04 October 2013
|
|
Friday, 04 October 2013
|
|
Wednesday, 02 October 2013
|
|
Wednesday, 14 August 2013
|
|
Tuesday, 13 August 2013
|
Latest News News Archive +
- 1
- 2
- 3
Contact Your MPView Larger Map+
საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის
ბიუროს 2013 წლის 4 ოქტომბრის
სხდომის დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 4 ოქტომბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგი.
კენჭსაყრელი საკითხი
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/107, 13.06.2013) III მოსმენა
(საქართველოს პარლამენტის 82 წევრის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ვახტანგ ხმალაძე)
(წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტით ხდება კონსტიტუციის იმ ნორმის ამოღება, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობის მიერ ინციირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის დასმის საკითხს. კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, პარლამენტის მიერ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის მიუღებლობა ჩაითვლება უნდობლობის გამოცხადებად)
_____________________________________________________________________________________________
განსახილველი საკითხები
1. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ცისმარ ონიანის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ“
(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე)
_____________________________________________________________________________________________
2. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ზურაბ სანიკიძის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ“
(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე)
_____________________________________________________________________________________________
3. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „თინათინ ტყეშელიაძის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ“
(მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე)
_____________________________________________________________________________________________
4. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი 2013 წლის 26 ივლისს ხელმოწერილი „ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც მოქმედებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სახელით და საქართველოს შორის „ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტი)“(#07-1/76, 19.08.2013) რატიფიცირების თაობაზე“
(საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე)
_____________________________________________________________________________________________
5. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც მოქმედებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სახელით, და საქართველოს შორის „პროგრამის იმპლემენტაციის შესახებ“ შეთანხმების (#07-1/76, 19.08.2013) რატიფიცირების თაობაზე“
(საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე)
_____________________________________________________________________________________________
6. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/259; 25.09.2013) II მოსმენა
(საქართველოს პარლამენტის წევრების: ირინე იმერლიშვილის, ირაკლი სესიაშვილის, ვახტანგ ხმალაძის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის წევრები ვახტანგ ხმალაძე და ირაკლი სესიაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა შავგულიძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე თამაზაშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)
(კანონის პროექტით ახლებურად ყალიბდება ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებანი, მისი ფარგლები, ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის უფლებამოსილებანი)
7. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა
(კანონის პროექტის თანახმად, უქმდება ის ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ პრეზიდენტის უფლებამოსილებას, საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს სამხედრო დოქტრინა, სამხედრო ძალების აღმშენებლობის კონცეფცია და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია; კანონპროექტითვე, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბი“ იცვლება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბით“)
ინიციატორები ითხოვენ კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას.
_____________________________________________________________________________________________
8. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/105, 23.09.2013) II მოსმენა
(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე)
(კანონის პროექტი ითვალისწინებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანას და განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის ანგარიშვალდებულების, კომპეტენციისა და უფლებამოსილების საკითხებს, მთავრობის ურთიერთობას საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტთან, საქართველოს პრეზიდენტის აქტებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კონტრასიგნაციის განხორციელების წესს)
მთავრობა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
_____________________________________________________________________________________________
9. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/234, 12.09.2013) II მოსმენა
(საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა შავგულიძის ინიციატივა; მომხსენებელი -საქართველოს პარლამენტის წევრი შალვა შავგულიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)
(ორგანული კანონის პროექტით წარმოდგენილი ცვლილება ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების თაობაზე რეკომენდაციების წარდგენის, მოსამართლედ დანიშვნის მინიმალური ასაკისა და სხვა მოთხოვნების განსაზღვრის, რაიონული და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უვადოდ დანიშვნის, მოსამართლის რეზერვში ჩარიცხვისა და ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების საკითხებს)
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
______________________________________________________________________________________________
10. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/98, 16.09.2013) II მოსმენა
(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე; თანამომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე)
(ორგანული კანონის პროექტის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის ან/და პარლამენტის მორიგი არჩევნების შემთხვევაში უწყებათაშორისი კომისია იქმნება არჩევნების წლის 1 ივლისს, ხოლო პარლამენტის რიგგარეშე, შუალედური ან ხელახალი არჩევნების, პრეზიდენტის რიგგარეშე ან ხელახალი არჩევნების, ასევე საკრებულოს არჩევნების შემთხვევაში - არჩევნების დანიშვნიდან 3 დღის ვადაში; აღნიშნული კომისია საქმიანობას შეწყვეტს არჩევნების საბოლოო შედეგენის ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან)
_____________________________________________________________________________________________
11. საქართველოს კანონის პროექტი „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/257; 20.09.2013) II მოსმენა
(საქართველოს პარლამენტის წევრის თამაზ ავდალიანის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ ავდალიანი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)
(კანონის პროექტით საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში საკანონმდებლო ინიციატივებს განახორციელებს და შესაბამის სამართლებრივ აქტებს მიიღებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად)
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
_____________________________________________________________________________________________
12. საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“(#07-3/59, 21.02.13) II მოსმენა
(საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე იმერლიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირინე იმერლიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)
(კანონპროექტით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსს, საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად, თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი)
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
_____________________________________________________________________________________________
13. საქართველოს კანონის პროექტი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/239, 19.09.2013) II მოსმენა
(საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ონოფრიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)
(წარმოდგენილი კანონის პროექტით აღსრულების ქვემდებარე აქტების ჩამონათვალს ემატება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ)
14. საქართველოს კანონის პროექტი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ II მოსმენა
(კანონპროექტით მაკონტროლებელი ორგანოს მიერ მხოლოდ სასამართლოს ბრძანების საფუძველზე სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის უფლებამოსილება არ გავრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე)
15. საქართველოს კანონის პროექტი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ II მოსმენა
(კანონის პროექტით წარმოდგენილი ცვლილება ეხება მზღვევლის ან/და ადმინისტრატორების მიმართ სანქციები გამოყენების, სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში წერილობითი შეტყობინების წარდგენისა და ასევე, ვადადამდგარი რიგის მოთხოვნათა დაფარვის საკითხებს)
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას.
_____________________________________________________________________________________________
16. საქართველოს კანონის პროექტი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/97, 16.09.2013) II მოსმენა
(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)
(წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება ეხება პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო იუდიული პირის მიერ გრძელვადიანი და საოჯახო პაემნების ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების უზრუნველყოფას, მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის, ასევე მსჯავრდებულის გამოუცხადებლობის საპატიოდ ჩათვლის პირობებისათვის მსჯავრდებულის სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის პირობის დამატების საკითხებს)
17. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა
(კანონპროექტი ითვალისწინებს პირობით მსჯავრდებულთათვის გამოსაცდელი ვადის განსაზღვრას, ასევე სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვის დანიშვნის განხორციელებას 2015 წლის 1 იანვრიდან)
18. საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა
(კანონის პროექტის თანახმად, პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა გამხილველი მუდმივმოქმედი კომისია უფლებამოსილია აღადგინოს ჩამორთმეული უფლებები ან შეამციროს უფლებების ჩამორთმევის ვადა შესაბამისი ვადის ერთი მესამედის გასვლის შემდეგ)
19. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენა
(წარმოდგენილი კანონპროექტით არასაპატიმრო სასჯელის ან პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულისათვის პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინების 1 ეგზემპლარი ასევე ეგზავნება არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებს)
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას.
_____________________________________________________________________________________________
20. საქართველოს კანონის პროექტი „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ (#07-2/72, 20.06.2013) III მოსმენა
(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია)
(კანონპროექტით რეგულირდება ოპერატიულ-სამძებრო და პერსონალური მონაცემების გაცვლასთან, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვასთან, კონტროლირებადი მიწოდებისა და ტრანსსასაზღვრო ვიზუალური კონტროლის განხორციელებასთან, ასევე პირებისა და საგნების ძებნასა და დანაშაულის გამოვლენის ერთობრლივი ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები)
21. საქართველოს კანონის პროექტი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა
(წარმოდგენილი კანონპროექტით უფროს დიპლომატიურ თანამდებობებს ემატება პოლიციის/უსაფრთხოების ატაშესა და მეკავშირე ოფიცრის თანამდებობები, განისაზღვრება მათი თანამდებობაზე დანიშვნის, მათი აპარატების შექმნის წესი და მათი სტატუსი)
_____________________________________________________________________________________________
22. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/139, 29.07.13) III მოსმენა
(საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა შავგულიძე)
(წარმოდგენილი კანონპროექტით პირს უფლება ეძლევა ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისა და წესრიგის დარღვევისათვის სასამართლოს განკარგულება; საჩივარს სასამართლო განიხილავს დაპატიმრების შესახებ განკარგულების გასაჩივრებისათვის დადგენილი პროცედურით)
______________________________________________________________________________________________
23. საქართველოს კანონის პროექტი „პოლიციის შესახებ“ (#07-2/78; 25.06.2013) III მოსმენა
(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია)
(კანონპროექტით რეგულირდება პოლიციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები, მისი ფუნქციები და უფლებამოსილებანი, პოლიციურ და იძულებით ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის, პოლიციის დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და პოლიციის კონტროლის საკითხები)
24. საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა
(წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაწვევით სავალდებულო სამხედრო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი, აგრეთვე მათი შერჩევისა და სამხედრო სამსახურის გავლის დაფინანსების წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც დაამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი)
25. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა
(კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შიდა აუდიტის სუბიექტების შექმნის უზრუნველყოფისათვის დადგენილი ვადის გაზრდას 2015 წლის 31 დეკემბრამდე, ნაცვლად დღეს მოქმედი 2014 წლისა)
_______________________________________________________________________
26. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-3/261, 26.09.2013) ერთი მოსმენა
(საქართველოს პარლამენტის წევრების ზურაბ ტყემალაძის და გოგი თოფაძის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ტყემალაძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)
(კანონის პროექტი ითვალისწინებს 2015 წლის 1 იანვრამდე თამბაქოს ნედლეულისა და ნაწარმის იმპორტის იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებას)
_____________________________________________________________________________________________
27. საქართველოს კანონის პროექტი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/82, 16.08.2013) I მოსმენა
(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე)
(წარმოდგენილი კანონპროექტით იქმნება ვეტერანების საქმეთა სამსახური და განისაზღვრება მისი სამართლებრივი სტატუსი და უფლებამოსილებანი)
28. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა
(კანონპროექტის თანახმად, ვეტერანების საქმეთა სამსახურის სტატუსი და მმართველობაზე უფლებამოსილება განისაზღვრება კანონით)
_____________________________________________________________________________________________
29. საქართველოს კანონის პროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ (#07-2/76; 22.06.2013) I მოსმენა
(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია)
(კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივი საფუძვლები, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობები, საგზაო მოძრაობის წესები და პირობები, საგზაო ნიშნები და მონიშვნები, ასევე სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მინიჭებისა და რეგისტრაციის პირობები)
30. საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა
(წარმოდგენილი კანონპროექტით ზუსტდება და ფართოვდება სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების სფეროს მიკუთვნებული საკითხები, ასევე განისაზღვრება და ზუსტდება მომსახურებისათვის და დაჩქარებული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის განაკვეთი და მათი შესრულებისათვის დაწესებული ვადები)
31. საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა
(კანონპროექტით ზუსტდება შემთხვევები, რომლებზეც გავრცელდება საავტომობილო გზებზე სარგებლობისათვის აკრძალვა და ასევე დგინდება გამონაკლისი შემთხვევები, რომლებზედაც არ გავრცელდება აღნიშნული აკრძალვა)
32. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა
(წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ტერმინოლოგიური ხასიათის დასუზტებას, რომლის საფუძველზეც, ნაცვლად „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა“ ჩაიწერება „სატრანსპორტო საშუალება და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება“)
33. საქართველოს კანონის პროექტი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა
(კანონპროექტით ნაცვლად „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა“ განისაზღვრება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ტერმინი „სატრანსპორტო საშუალება და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება“)
34. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა
(წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, კოდექსს ემატება ნორმები, რომლებიც ითვალისწინებენ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ისეთ სამართალდარღვევებზე როგორებიცაა: სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბებში, წყალსაცავებში და მდინარეებში, სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევა, სატრანსპორტო საშუალებით ბავშვის გადაყვანის უსაფრთხოების წესის დარღვევა, კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების გამკაცრებას ისეთ სამართალდარღვევებზე როგორებიცაა: 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ან მართვის უფლების არმქონე პირის მიერ ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა და ა.შ.)
_____________________________________________________________________________________________
35. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/93, 05.09.2013) I მოსმენა
(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ვახტანგ მჭედლიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)
(წარმოდგენილი კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება ეხება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის, ზედნადების გაუცემლობისა და მიღებაზე უარის თქმისათვის, ასევე სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხე-ტყის, ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის, ზედნადების გაუცემლობისა და მიღებაზე უარის თქმისათვის პასუხისმგებლობის დაწესებას)
_____________________________________________________________________________________________
36. საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ (#07-2/92, 05.09.2013) I მოსმენა
(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)
(წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის განხორციელების, ასევე აღნიშნულ სფეროში ტექნიკური დახმარების, ნებართვების გაცემისა და საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების განსაზღვრის წესი და პიროებები)
37. საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა
(კანონპროექტით განისაზღვრება სამხედრო პროდუქციის წარმოების, შეკეთების და ვაჭრობის გენერალური ნებართვის გამცემ ორგანოსა და გაცემის საფუძვლებს, სამხედრო პოდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის გაცემის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექპორტის, ტრანზიტისა და ტექნიკური დახმარების ნებართვის გაცემის წესს)
38. საქართველოს კანონის პროექტი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(კანონის პროექტი ითვალისწინებს იმ ნორმების ამოღებას, რომებლიც განსაზღვრავენ სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების, შეკეთებისა და მისით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიის გაცემის საფუძვლებსა და გამცემ ორგანოს, ასევე სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა და გარე გადამუშავების, დროებითი შემოტანა/გატანის საკითხებს)
_____________________________________________________________________________________________
39. საქართველოს კანონის პროექტი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/141, 07.08.2013) I მოსმენა
(საქართველოს პარლამენტის წევრის მალხაზ წერეთლის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი მალხაზ წერეთელი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)
(კანონპროექტის თანახმად ხდება მანგანუმით სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა)
_____________________________________________________________________________________________
40. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/200; 05.09.2013) I მოსმენა
(საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)
(კანონპროექტით კანონის მიზნებს ემატება ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, ასევე იკრძალება ამ კანონით გათვლისწინებულ თანამდებობებზე დაინიშნოს ის პირი, რომელიც იყო ან/და არის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თანამდებობის პირი)
_____________________________________________________________________________________________
41. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/256; 19.09.2013) II მოსმენა
(საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ონოფრიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)
(კანონის პროექტით წარმოდგენილი ცვლილება ეხება სახელმწიფო ბიუჯეტისა და საგანგებო ბიუჯეტის პროექტების ,პარლამენტში წარდგენამდე, მთავრობის მიერ საქართველოს პრეზიდენტისათვის შეთხნმების, პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვისა და შესაბამისი მოხსენებებისა და ანგარიშები წარდგენის საკითხებს)
42. საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენა
(კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშზე მოხსენების პარლამენტისათვის წარდგენის ახალი ვადის განსაზღვრას)
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას.
_____________________________________________________________________________________________
43. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი (გიორგი ჭოლაძე, თეიმურაზ ღოღობერიძე, დავით თუთბერიძე) (#07-1/79, 06.09.13) კანდიდატურების არჩევის საკითხი.
(მომხსენებელი - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ნინო კალანდაძე)
____________________________________________________________________________________________
44. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ“
(მომხსენებელი - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი)
______________________________________________________________________________________________
45. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის კარლო კვიტაიშვილის
თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი.















