• 1
    The Parliament of Georgia
  • 2
    The Parliament of Georgia
  • 3
    The Parliament of Georgia

Latest News News Archive +

Previous Next
  • 1
  • 2
  • 3
პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ჟურნალის პრეზენტაციას დაესწრო პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ჟურნალის პრეზენტაციას დაესწრო Wednesday, 08 May 2013 20:58 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას პროფესიული ... Read more
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა Wednesday, 08 May 2013 20:34 უსაფრთხოება, კონფლიქტური რეგიონები და დემოკრატია, ამ თემებზე წარიმართა საუბარი დღეს, საქართველოს პარ... Read more
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ბრიფინგი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ბრიფინგი Wednesday, 08 May 2013 16:36 საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობის ერთგვარი ანგარიში წარუდგინა პარლამენტის თავმჯდომარ... Read more
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შეხვედრები საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებთან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შეხვედრები საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებთან Tuesday, 07 May 2013 21:12 კონფლიქტური ტერიტორიების მდგომარეობა, უსაფრთხოების საკითხები, პარლამენტში ბოლო ხანს განხილული საკანო... Read more
 The Vice Speaker of the Parliament, Zurab Abashidze to take part in the International Conference of Baltic Assembly The Vice Speaker of the Parliament, Zurab Abashidze to take part in the International Conference of Baltic Assembly Tuesday, 07 May 2013 12:04 The Vice Speaker of the Parliament, the Chair of the GUAM PA, Zurab Abashidze takes part in the Inte... Read more
The plenary session of the Parliament The plenary session of the Parliament Thursday, 02 May 2013 21:53 The Parliament considered with the first reading the draft on change to the Law “On Occupied Territo... Read more
With the initiative of “Georgian Dream – Democratic Georgia”, the Coalition “Georgian Dream” held the events dedicated to Kutaisi Day With the initiative of “Georgian Dream – Democratic Georgia”, the Coalition “Georgian Dream” held the events dedicated to Kutaisi Day Thursday, 02 May 2013 19:27 Traditionally, today is the Kutaisi Day, celebrated in Kutaisi. Various events have been held. Read more
 The sitting of the Committee on Legal Issues The sitting of the Committee on Legal Issues Thursday, 02 May 2013 19:14 The Committee considered the initiative by Irakli Chikovani on change to the Criminal Code of Practi... Read more
 The official opening of the Youth Parliament session The official opening of the Youth Parliament session Thursday, 02 May 2013 18:09 The first session of the Youth Parliament was held. The Speaker, David Usupashvili and majority and ... Read more

Contact Your MPView Larger Map+

banner-left-1  banner-left-2  banner-left-3  banner-left-4

საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტი:

ეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს;
ხელმძღვანელობს საქართველოს საზოგადოების ინტერესებით, მათ შორის, საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) გაწევრების საკითხზე 2008 წლის 5 იანვარს გამართული პლებისციტის შედეგებით გამოხატული ნებით;
ითვალისწინებს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ქვეყნის დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრიორიტეტულობას და ამ ამოცანების შესრულებისათვის პოლიტიკური ძალების საერთო პასუხისმგებლობას;
ადასტურებს საქართველოს ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე 2010 წლის 23 ნოემბერს სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აიღო;
გამოხატავს მისწრაფებას, ხელი შეეწყოს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც საიმედო, საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე აგებული საგარეო პოლიტიკის მქონე პარტნიორის, ავტორიტეტის დამკვიდრებას;
აღიარებს, რომ საგარეო ურთიერთობათა სფეროში ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებისა და მემკვიდრეობითობის უზრუნველყოფისათვის აუცილებელია პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობისა და მრავალმხრივი კონსულტაციების საფუძველზე ჩამოყალიბებული სახელმწიფო სტრატეგიის არსებობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი აცხადებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს:
1. საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი განისაზღვრება ქვეყნის ეროვნული ინტერესებით, მისი მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველყოფის ამოცანიდან გამომდინარე.
2. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამოცანებია: ეროვნული უსაფრთხოების გარანტიების შექმნა, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა, დეოკუპაცია და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
3. საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრების სტრატეგიული პრიორიტეტების განსახორციელებლად საქართველო გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და გაძლიერების, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული მართვის სისტემისა და ადამიანის უფლებათა უზენაესობის დამკვიდრების, მდგრადი ეკონომიკური განვითარების შეუქცევობის უზრუნველყოფის მიზნით. საქართველო არ გახდება ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი, რომელთა პოლიტიკაც ეწინააღმდეგება აღნიშნულ პრიორიტეტს.
4. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროპული და ევროატლანტიკური კურსი, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის მდგრად დემოკრატიულ განვითარებასა და უსაფრთხოებას ემსახურება და არ არის მიმართული რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ.
5. საქართველო განახორციელებს თანამიმდევრულ პოლიტიკას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ბუქარესტის და მომდევნო სამიტებზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების აღსასრულებლად. უახლოესი პერიოდის ამოცანაა მათი აღსრულების ფორმებსა და ვადებზე შეთანხმების მიღწევა.
6. საქართველო სრულად იზიარებს მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე რეაგირებისათვის საერთაშორისო ძალისხმევით გათვალისწინებულ ღონისძიებებში მონაწილეობის ვალდებულებას. საქართველოს მიერ საერთაშორისო სამშვიდობო, საპოლიციო და სამოქალაქო ოპერაციებში წვლილის შეტანა ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
7. საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს ყველა პირობის შესრულებას, რომლებიც ქვეყანას საშუალებას მისცემს, წარმატებით დაასრულოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, და განახორციელოს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა.
8. ევროკავშირთან თანამშრომლობა „ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა“ და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ფარგლებში განვითარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით:
ა) დემოკრატია და ადამიანის უფლებები;
ბ) ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება;
გ) გარემოს დაცვა და ენერგოუსაფრთხოება;
დ) ადამიანთა შორის ურთიერთობები.
პრიორიტეტულია ასევე თანამშრომლობა სამშვიდობო პროცესის განვითარების უზრუნველსაყოფად.
9. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას საქართველო წარმართავს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიით განსაზღვრული პირობებით, ოთხი ძირითადი მიმართულებით:
ა) თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობა, მათ შორის, თავდაცვის სფეროში გაფართოებული პროგრამის რეალიზაცია, რომლის მიზანია საქართველოს შესაძლებლობების გაზრდა და ნატოს წევრობისათვის მომზადება, აგრეთვე შეიარაღებული ძალების წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის განხორციელება;
ბ) ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობა, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე შეთანხმების მიღწევა;
გ) დემოკრატიის გაძლიერება;
დ) ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავება, მათ შორის, უვიზო რეჟიმის საკითხზე შეთანხმების მიღწევა.
10. ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირთან, როგორც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, დადებული შეთანხმებებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას საქართველო, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი საზოგადოების წინაშე ვალდებულებად განიხილავს.
11. საქართველო რუსეთის ფედერაციასთან დიალოგს წარმართავს როგორც ჟენევის საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, ისე ორმხრივ ფორმატში. ამ დიალოგის მიზანია კონფლიქტის მოგვარება, კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება და გაღრმავება.
12. საქართველო ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, რუსეთის ფედერაციის და სხვა სახელმწიფოთა პოზიციების დაახლოებას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპების შესაბამისად.
13. საქართველო ხელს შეუწყობს პოლიტიკურ დიალოგს და ეკონომიკურ თანამშრომლობას კავკასიის რეგიონის სახელმწიფოთა ძირეული ინტერესების თანხვედრისათვის. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობები დაეფუძნება კეთილმეზობლობის, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის ისტორიულ გამოცდილებასა და ტრადიციებს.
14. მნიშვნელოვანია აზერბაიჯანთან, თურქეთთან და სომხეთთან ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება. ამ სახელმწიფოებისათვის საქართველო უნდა გახდეს ურთიერთსასარგებლო პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების და ბიზნესშესაძლებლობების რეალიზაციის სივრცე.
15. ტრანსნაციონალური პროექტებისათვის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა შავი და კასპიის ზღვების აუზების ქვეყნებთან, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის სახელმწიფოებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება.
16. საქართველო აქტიურად ითანამშრომლებს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ სახელმწიფოთა გამოცდილება და მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში.
17. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, აგრეთვე სკანდინავიის სახელმწიფოებთან ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავება, მათ მიერ საქართველოში მიმდინარე რეფორმების და ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერა.
18. საქართველოს არ შეიძლება ჰქონდეს დიპლომატიური ურთიერთობები ან იმყოფებოდეს სამხედრო-პოლიტიკურ ან საბაჟო კავშირში იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) დამოუკიდებლობას ან რომლებსაც ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორია. საქართველო განახორციელებს თანამიმდევრულ საგარეო პოლიტიკას თავისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საერთაშორისო დონეზე პატივისცემის ურყეობის უზრუნველსაყოფად.
19. ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების განმტკიცების ინტერესებიდან გამომდინარე, აგრეთვე სამშვიდობო პროცესის განვითარების და „არაღიარების პოლიტიკის“ შეუქცევობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველო მნიშვნელოვნად გააღრმავებს მრავალმხრივ დიპლომატიურ ურთიერთობებს გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, სუამისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფორმატებში.


საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი

ქუთაისი,
2013 წლის 7 მარტი.
№339-IIს

modules