• 1
    საქართველოს პარლამენტი
  • 2
    საქართველოს პარლამენტი
  • 3
    საქართველოს პარლამენტი

 

constitution

 

book-tour-banner-ge

 

განცხადებები

visit-ge-version

 

ახალი ამბები

Previous შემდეგ
  • 1
  • 2
  • 3
საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია საქართველოში საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია საქართველოში კვირა, 06 ოქტომბერი 2013 13:38 ორშაბათს, 7 ოტომბერს, ვილნიუსის სამიტამდე ორი თვით ადრე, საქართველო მასპინძლობს საერთაშორისო საპარლა...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა პარასკევი, 04 ოქტომბერი 2013 23:07         საკაბელო ტელევიზიის „მე-7 არხის“ და „ჯი-ემ-ჯის“ (GMG) ურთიერთობებზე ...
პარლამენტის პლენარული სხდომა პარლამენტის პლენარული სხდომა პარასკევი, 04 ოქტომბერი 2013 20:08 პლენარული სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დეპუტ...
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა პარასკევი, 04 ოქტომბერი 2013 18:49 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დღეს სახალხო მოძრაობის - ,,ს...
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პარასკევი, 04 ოქტომბერი 2013 17:48 იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა პარლამენტის დადგენილების პროექტზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომის...
პარლამენტის ბიუროს სხდომა პარლამენტის ბიუროს სხდომა პარასკევი, 04 ოქტომბერი 2013 17:25 პლენარულ სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ ბიუროს კიდევ ერთი სხდომა გაიმართა, სადაც პლენარულ ს...
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა პარასკევი, 04 ოქტომბერი 2013 17:20 დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჩერქეზული კულტურის ცენტრის მიერ გაწეული საქმიანო...
პარლამენტის ბიუროს სხდომა პარლამენტის ბიუროს სხდომა პარასკევი, 04 ოქტომბერი 2013 12:26 ბიურომ დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელა. დღის წესრიგში 45 საკითხია შეტანილი. პლენა...
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა ხუთშაბათი, 03 ოქტომბერი 2013 22:48 კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებ...

დაუკავშირდი შენს დეპუტატს! იხილეთ რუკა

123  banner-left-2  banner-left-3  banner-left-4

საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის 2013 წლის 4 ოქტომბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგი

             

საქართველოს  VIII  მოწვევის პარლამენტის

2013  წლის 4 ოქტომბრის პლენარული

სხდომის დღის წესრიგი

 

 

განსახილველი საკითხები

 

1.         საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი  2013 წლის 25 მარტს ხელმოწერილი „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღებისა და კონფისკაციისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2005 წლის 16 მაისის კონვენციის, თანდართული განცხადებების გათვალისწინებით (#07-1/78, 22.08.2013) რატიფიცირების თაობაზე“

(საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე)

 

2.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (#07-1/78, 22.08.2013) I მოსმენა  

            (კანონპროექტის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოების გზით შესაძლებელი ხდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებით, რომლებიც ეხება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და ტერორიზმის დაფინანსებას, გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირისათვის ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსათვის გადაცემა)

              _____________________________________________________________________________________________

3.         საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი  „სისხლის სამართლის საკითხებში ურთიერთდახმარების შესახებ“ ევროპული კონვენციის მეორე დამატებითი ოქმისა და მასთან დაკავშირებული დათქმებისა და განცხადებების (#07-1/71, 02.08.2013) რატიფიცირების თაობაზე“   

 (საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე)

              _____________________________________________________________________________________________

4.         საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/105, 23.09.2013) III მოსმენა

                (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე)

            (კანონის პროექტი ითვალისწინებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანას და განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის ანგარიშვალდებულების, კომპეტენციისა და უფლებამოსილების საკითხებს, მთავრობის ურთიერთობას საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტთან, საქართველოს პრეზიდენტის აქტებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კონტრასიგნაციის განხორციელების წესს)

                                    მთავრობა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

              _____________________________________________________________________________________________

5.         საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/234, 12.09.2013) III მოსმენა  

(საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა შავგულიძის ინიციატივა; მომხსენებელი -საქართველოს პარლამენტის წევრი შალვა შავგულიძე)

(ორგანული კანონის პროექტით წარმოდგენილი ცვლილება ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების თაობაზე რეკომენდაციების წარდგენის, მოსამართლედ დანიშვნის მინიმალური ასაკისა და სხვა მოთხოვნების განსაზღვრის, რაიონული და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უვადოდ დანიშვნის, მოსამართლის რეზერვში ჩარიცხვისა და ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების საკითხებს)

                                ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის  დაჩქარებული წესით განხილვას.

             ______________________________________________________________________________________________

6.         საქართველოს კანონის პროექტი „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/257; 20.09.2013) III მოსმენა

(საქართველოს პარლამენტის წევრის თამაზ ავდალიანის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი თამაზ ავდალიანი)

 

        (კანონის პროექტით საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის სფეროში საკანონმდებლო ინიციატივებს განახორციელებს და შესაბამის სამართლებრივ აქტებს მიიღებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად)

                             ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

              _____________________________________________________________________________________________

7.         საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“(#07-3/59, 21.02.13)    III მოსმენა           

                (საქართველოს პარლამენტის წევრის ირინე იმერლიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი ირინე იმერლიშვილი)

(კანონპროექტით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსს, საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად, თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი)

                          ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

_____________________________________________________________________________________________

8.         საქართველოს კანონის პროექტი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/239, 19.09.2013) III მოსმენა  

                (საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ონოფრიშვილი)

               (წარმოდგენილი კანონის პროექტით აღსრულების ქვემდებარე აქტების ჩამონათვალს ემატება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სანქციის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ)

9.         საქართველოს კანონის პროექტი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“  III მოსმენა    

              (კანონპროექტით მაკონტროლებელი ორგანოს მიერ მხოლოდ სასამართლოს ბრძანების საფუძველზე სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის უფლებამოსილება არ გავრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე)

10.       საქართველოს კანონის პროექტი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ III მოსმენა    

            (კანონის პროექტით წარმოდგენილი ცვლილება ეხება მზღვევლის ან/და ადმინისტრატორების მიმართ სანქციები გამოყენების, სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში წერილობითი შეტყობინების წარდგენისა და ასევე, ვადადამდგარი რიგის მოთხოვნათა დაფარვის საკითხებს)

                              ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას.

              _____________________________________________________________________________________________

11.       საქართველოს კანონის პროექტი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/97, 16.09.2013) III მოსმენა  

               (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე)

(წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება ეხება პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო იუდიული პირის მიერ გრძელვადიანი და საოჯახო პაემნების ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების უზრუნველყოფას, მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის, ასევე მსჯავრდებულის გამოუცხადებლობის საპატიოდ ჩათვლის პირობებისათვის მსჯავრდებულის სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის პირობის დამატების საკითხებს)

12.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ III მოსმენა  

(კანონპროექტი ითვალისწინებს პირობით მსჯავრდებულთათვის გამოსაცდელი ვადის განსაზღვრას, ასევე სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვის დანიშვნის განხორციელებას 2015 წლის 1 იანვრიდან)

13.       საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა  

(კანონის პროექტის თანახმად, პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა გამხილველი მუდმივმოქმედი კომისია უფლებამოსილია აღადგინოს ჩამორთმეული უფლებები ან შეამციროს უფლებების ჩამორთმევის ვადა შესაბამისი ვადის ერთი მესამედის გასვლის შემდეგ)

14.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ III მოსმენა  

(წარმოდგენილი კანონპროექტით არასაპატიმრო სასჯელის ან პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულისათვის პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინების 1 ეგზემპლარი ასევე ეგზავნება არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებს)

                              ინიციატორი ითხოვს კანონპროექტების  დაჩქარებული წესით განხილვას.

_____________________________________________________________________________________________

15.       საქართველოს კანონის პროექტი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-2/82, 16.08.2013)               I მოსმენა  

                (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე)

(წარმოდგენილი კანონპროექტით იქმნება ვეტერანების საქმეთა სამსახური და განისაზღვრება მისი სამართლებრივი სტატუსი და უფლებამოსილებანი)

16.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა  

(კანონპროექტის თანახმად, ვეტერანების საქმეთა სამსახურის სტატუსი და მმართველობაზე უფლებამოსილება განისაზღვრება კანონით)         

              _____________________________________________________________________________________________

17.       საქართველოს კანონის პროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ (#07-2/76; 22.06.2013)    I მოსმენა  

                (საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელნი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია)

            (კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივი საფუძვლები, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობები, საგზაო მოძრაობის წესები და პირობები, საგზაო ნიშნები და მონიშვნები, ასევე სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მინიჭებისა და რეგისტრაციის პირობები)

18.       საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული  მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა     

            (წარმოდგენილი კანონპროექტით ზუსტდება და ფართოვდება სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების სფეროს მიკუთვნებული საკითხები, ასევე განისაზღვრება და ზუსტდება მომსახურებისათვის და დაჩქარებული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის განაკვეთი და მათი შესრულებისათვის დაწესებული ვადები)

19.       საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა  

            (კანონპროექტით ზუსტდება შემთხვევები, რომლებზეც გავრცელდება საავტომობილო გზებზე სარგებლობისათვის აკრძალვა და ასევე დგინდება გამონაკლისი შემთხვევები, რომლებზედაც არ გავრცელდება აღნიშნული აკრძალვა)

20.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა  

            (წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ტერმინოლოგიური ხასიათის დასუზტებას, რომლის საფუძველზეც, ნაცვლად „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა“ ჩაიწერება „სატრანსპორტო საშუალება და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება“)

21.       საქართველოს კანონის პროექტი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა  

            (კანონპროექტით ნაცვლად „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა“ განისაზღვრება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ტერმინი „სატრანსპორტო საშუალება და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება“)

22.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა  

            (წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, კოდექსს ემატება ნორმები, რომლებიც ითვალისწინებენ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ისეთ სამართალდარღვევებზე როგორებიცაა: სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბებში, წყალსაცავებში და მდინარეებში, სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევა, სატრანსპორტო საშუალებით ბავშვის გადაყვანის უსაფრთხოების წესის დარღვევა, კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების გამკაცრებას ისეთ სამართალდარღვევებზე როგორებიცაა: 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ან მართვის უფლების არმქონე პირის მიერ ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა და ა.შ.)

              _____________________________________________________________________________________________

23.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (#07-2/93, 05.09.2013) I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ვახტანგ მჭედლიშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)

(წარმოდგენილი კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება ეხება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის, ზედნადების გაუცემლობისა და მიღებაზე უარის თქმისათვის, ასევე სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხე-ტყის, ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისათვის, ზედნადების გაუცემლობისა და მიღებაზე უარის თქმისათვის პასუხისმგებლობის დაწესებას)

              _____________________________________________________________________________________________

24.       საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ (#07-2/92, 05.09.2013) I მოსმენა

(საქართველოს მთავრობის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის  მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი; თანამომხსენებელნი:აქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი, საქართველოს პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე)

(წარმოდგენილი კანონპროექტით განისაზღვრება სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის განხორციელების, ასევე აღნიშნულ სფეროში ტექნიკური დახმარების, ნებართვების გაცემისა და საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების განსაზღვრის წესი და პიროებები)

25.       საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

(კანონპროექტით განისაზღვრება სამხედრო პროდუქციის წარმოების, შეკეთების და ვაჭრობის გენერალური ნებართვის გამცემ ორგანოსა და გაცემის საფუძვლებს, სამხედრო პოდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის გაცემის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექპორტის, ტრანზიტისა და ტექნიკური დახმარების ნებართვის გაცემის წესს) 

26.                   საქართველოს კანონის პროექტი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა

 (კანონის პროექტი ითვალისწინებს იმ ნორმების ამოღებას, რომებლიც განსაზღვრავენ სამხედრო-საბრძოლო იარაღის დამზადების, წარმოების, შეკეთებისა და მისით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიის გაცემის საფუძვლებსა და გამცემ ორგანოს, ასევე სამხედრო-საბრძოლო იარაღის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა და გარე გადამუშავების, დროებითი შემოტანა/გატანის საკითხებს)

               _____________________________________________________________________________________________                          

27.       საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/200; 05.09.2013) I მოსმენა

                (საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის ინიციატივა; მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი; თანამომხსენებელნი: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის  თავმჯდომარე  ეკა ბესელია, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე)

            (კანონპროექტით კანონის მიზნებს ემატება ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, ასევე იკრძალება ამ კანონით გათვლისწინებულ თანამდებობებზე დაინიშნოს ის პირი, რომელიც იყო ან/და არის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თანამდებობის პირი)

              _____________________________________________________________________________________________

28.       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი (გიორგი ჭოლაძე, თეიმურაზ ღოღობერიძე,  დავით თუთბერიძე) (#07-1/79, 06.09.13) კანდიდატურების არჩევის საკითხი.

(მომხსენებელი - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ნინო კალანდაძე)

____________________________________________________________________________________________