| დაბადების თარიღი | 1964-02-23 |
| დაბადების ადგილი | ქ. თბილისი |

| მისამართი | საქართველო, ქუთაისი, აბაშიძის ქ. 26, საქართველოს პარლამენტი |
| ტელეფონი | 0 32 2 28 91 24 |
| ვებ გვერდი |
| განათლება | უმაღლესი |
| საგანმანათლებლო დაწესებულება | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი |
| სპეციალობა | სამკურნალო საქმე, სახელმწიფო სამართალი |
| საარჩევნო ფორმა | პარტიული სიით |
| საარჩევნო ბლოკი | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - “მეტი სარგებელი ხალხს” |
|
ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - წევრი; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი
|

|
1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სახელმწიფო სამართლის სპეციალობით 2005 წელს მიიღო ბოსტონის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის სერთიფიკატი - საერთაშორისო ჯანდაცვის ეკონომიკასა და ფინანსებში 1986-1987 წლებში მუშაობდა ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს ნევროლოგიურ განყოფილებაში ექიმ-ინტერნად 1987-1989 წლებში გაიარა კლინიკური ორდინატურის სრული კურსი კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში 1989-1993 წლებში მუშაობდა კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში ექიმ-ნევროლოგად. აწარმოებდა სამეცნიერო კვლევას ნევროლოგიურ დაავადებათა იმუნოლოგიურ ასპექტებზე, გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო შრომა ამ სფეროში 1993-1995 წლებში საზღვარგარეთ ეწეოდა ბიზნესს, იყო საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელი 1995 წელს დაინიშნა ქალაქ თბილისის მერიაში სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგლედ ამავე წელს დაინიშნა ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობის თავმჯდომარედ 1996-1998 წლებში იყო თბილისის მუნიციპალიტეტის ვიცე-პრემიერი ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სოციალური დაცვისა და სპორტის საკითხებს 1998 წელს არჩეულ იქნა თბილისის საკრებულოს წევრად და ფრაქცია "თბილისის” თავმჯდომარედ 1999 წელს არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ 2000 წლის თებერვალში პარლამენტმა აირჩია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ იყო პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს თავმჯდომარე, მისი უშუალო ხელმძღვანელობით შემუშავდა და მიღებულ იქნა სახელმწიფოსა და ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმება და ახალი საარჩევნო კოდექსი 2003 წლის ნოემბერში არჩეულ იქნა პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად 2004 წელს არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად N1 მთაწმინდის ოლქიდან მაჟორიტარული წესით 02/2004 დაინიშნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად – მთავრობის ვიცე-პრემიერად 05/2004 არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ 06/2008 - 10/2012 საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე 10/2012 - საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი |






