Resolution on The Situation in Georgia
Резолюция Сейма Литовской Республики о Ситуации в Грузии
დემოკრატიათა საპარლამენტო ფორუმისრ ე ზ ო ლ უ ც ი ა
RESOLUTION On the Situation in Georgia
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საქართველოს რეგიონები – მაჟორიტარები
ძლიერი საქართველო
ქრისტიან–დემოკრატები
ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" სასკოლო ინვენტარის დეფიციტის გამომწვევი მიზეზების გასარკვევად ფრაქციის უახლოეს სხდომაზე ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის მოწვევას ითხოვენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი ახვლედიანმა, დღეს ბრიფინგი გამართა.
საქართველოს საპატრიარქოსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ინიციატივას ახალი სოფლებისათვის ეკლესიის კუთვნილი მიწების გადაცემის შესახებ, დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე გამოეხმაურა.
საქართველოში ვიზიტად მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენთა თანაშემწეებმა საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართეს. კონგრესის თანამშრომლები საპარლამენტო უმრავლესობასთან და უმცირესობასთან შეხვედრისას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებით და ქვეყანაში რეფორმების გატარების საკითხებით დაინტერესდნენ.
"ლიბერთი ბანკის" შემოთავაზებას – გრძელვადიან საპენსიო სესხებს – პარლამეტის წევრი გურამ ჩახვაძე პენსიონერებისთვის საფრთხედ მიიჩნევს. ამის შესახებ "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებმა, მაიკლ იენსენმა და კასტრიოტ ისლამმა საკანონმდებლო ორგანოში მორიგი შეხვედრა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან: გიორგი თარგამაძესთან, ნიკოლოზ ლალიაშვილთან და გურამ ჩახვაძესთან გამართეს.
პარლამენტის წევრი, ეროვნულ-დემოკრატი გურამ ჩახვაძე მიიჩნევს, რომ მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზებაზე აკრძალვის მოხსნით პარლამენტის უმრავლესობამ ქვეყნის ეკონომიკურ და ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა. საკითხი შეეხება "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის და სარგებლობაში გადაცემის პროცესი მნიშვნელოვნად მარტივდება.
საქართველოს პარლამენტის წევრი, "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია საქართველოს მთავარ პროკურორს ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტის, ლადო ბიჭაშვილისთვის პროფესიული მოვალეობის ხელშეშლის და მასზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თხოვნით მიმართავს.
გიორგი ცაგარეიშვილი განათლების სამინისტროს განათლების ხარისხის ამაღლებასა და საათების ოპტიმიზაციასთან არსებული კავშირის განმარტებას სთხოვს. მისთვის გაუგებარია, რა კავშირი არსებობს მასწავლებლის კომპეტენციასა და მის საათობრივ დატვირთვას შორის.
გიორგი ცაგარეიშვილი "ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" III თავში შესატან ცვლილებებს ეწინააღმდეგება და პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღოს აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც მისი აზრით ანტიდემოკრატიულია და საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს არ შეესაბამება.